fbpx

„დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი“

ავტორი ჟოლო
72 ნახვა

გილოცავთ მცხეთობას! ჭეშმარიტად, დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი. მისი ყურება რაღაცით ვარსკვლავების ცქერას ჰგავს: როგორც ცაში აწმყოს კიარა, ვხედავთ მას, რაც უხსოვარ დროში მომხდარა, ეგრეცა სვეტიცხოველი ათასწლოვანი წარსულის ისტორიას გვამცნობს.

ნახე, ქართველო, რა იყავ, რა შეგეძლო მაშინ… უყურებს დღეს სვეტიცხოველი გაზულუქებულ ქურუმთა და ხელისუფალთა კასტას, რომელმაც შავი ჯიპები ლამის საკურთხეველში შეაგრიალოს… ოხრავს მის ტანში და გალავანში ჩაჭედილ კარმებსა და მეტალოპლასტმასზე, რომელიც უდაოდ სიმბოლოა დღევანდელი უკულტურობის მემკვიდრეობისა…

უყურებს სვეტიცხოველი ამ ყველაფერს, დარაჯობს და ნატრობს ამ ხალხისთვის დროს, რომელიც ცოდნის, წესიერების, კულტურის და სასწავლად ეყოფოდა. და ღამეები გარბიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები… და გარბის ეს ხალხიც მისი ქვეყნიდან.

დროზე გამახსენდა: მეფე გიორგიმ სულ 25 წელი იცოცხლა ამქვეყნად.

“მცხეთის ქალაქს მირონი დუღს, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი.
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო!”

ცოტნე გამსახურდია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment