ჩვენ ვმღერით არა იმიტომ, რომ ბედნიერები ვართ, არამედ ჩვენ ვართ ბედნიერები იმიტომ, რომ ვმღერით.
უილიამ ჯეიმსი
ალბათ ხშირად გსმენიათ, შეიძლება თავადაც გითქვამთ ხოლმე რომ – აი, როცა ჩავირიცხები უმაღლესში მაშინ ვიქნები ბედნიერი, ვიშოვი სამსახურს მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა მექნება ბევრი ფული, როცა ცოლს მოვიყვან, გავთხოვდები, ბავშვი შემეძინება და ა.შ არ ილევა ჩამონათვალი იმ დანიშნულების პუნქტებისა რომლებსაც შეუძლია გაგვაბედნიეროს, მაგრამ საქმე ისაა რომ ბედნირება პროცესია და არა დანიშნულების პუნქტი.
არ არის საჭირო დაველოდოთ რაიმე კონკრეტულ განსაკუთრებულ მოვლენას, რომელიც გაგვხდის ბედნიერს. ჩვენი ყოველდღიურობა უნდა ვაქციოთ განსაკუთრებულ მოვლენად რომელიც მოიზიდავს ბედნიერებას.
არ არის საჭირო ელოდო ბედნიერებას იმისთვის რომ იმღერო, იმღერე ახლავე და ამით გახდი ბედნიერი.
ასე რომ, გაიღვიძეთ ყოველ დილით უდიდესი ბედნიერების შეგრძნებით იმღერეთ, იცეკვეთ, შექმენით პოზიტიური გარემო თქვენს ირგვლივ, შექმენით ამინდი თავად და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია