fbpx

„საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ნაკლიც კი ღირსებად აქციოს“

ავტორი ჟოლო
7.3K ნახვა

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენს ღირსებებზე, მაშინ სწორედ ამ ღირსებების განვითარებას შევუწყობთ ხელს.

ხშირ შემთხვევაში, ის რასაც ჩვენ ნაკლოვანებებს ვეძახით, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და დამოკიდებულება ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. მაგალითად ერთი და იგივე ქმედება ერთი და იგივე სიტუაციაში ერთისგან შეიძლება შეფასდეს როგოც სიმხდალე, მეორეისგან კი, როგორც სიფრთხილე.

ახლა მე გაგაცნობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ე.წ. ნაკლოვანებებისადმი და დაინახოთ მათში პოზიტივი.   

საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ნაკლიც კი ღირსებად აქციოს. თავისი ხასიათის სუსტი მხარე საკუთარ სიძლიერედ გარდაქმნას.

ხოლო იმისთვის რომ ვიყოთ თავდაჯერებული, საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული ადამიანი, საჭიროა მოვახდინოთ ნაკლოვანებებზე ჩვენი შეხედულებების გადაფასება, მათში პოზიტიური, დადებითი მხარეების დანახვა.

მაშ ასე დავიწყეთ: აიღეთ ფანქარი, ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენი ნაკლოვანებები (უკიდურეს შემთხევავში ერთი მაინც). ანუ ის რასაც თქვენ საკუთარ თავში ხედავთ როგორც ნაკლს. შემდეგ კი აიღეთ მათგან ერთ-ერთი, თავიდან შეგიძლიათ შედარებით უფრო მარტივით დაიწყოთ, და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ ეს ნაკლი. დიახ, წარმოიდგინეთ რომ თქვენ გინდათ ეს ნაკლი მიჰყიდოთ ადამიანებს და შეეცადეთ გაუკეთოთ მას პიარი. ანუ შეეცადეთ წარუდგინოთ ის ადამიანებს როგორც კარგი, დადებითი და სასარგებლო ფაქტი, მოვლენა ან/და ხასიათის თვისება.

მაგალითად, ვთქვათ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ძალიან ჩქარი, სულ სადღაც გეჩქარებათ და ა.შ. რა შეიძლება ამაში იყოს კარგი? როგორ შეიძლება ის წარუდგინოთ საზოგადოებას ისე, რომ მოაწონოთ?

ნუ, ვთქვათ შეიძლება ასეთი ვარიანტი:

ხასიათის ეს თვისება მეტყველებს იმაზე, რომ თქვენში არის უზარმაზარი ენერგია. თქვენ გეჩქარებათ იმიტომ რომ ცდილობთ მოასწროთ და მიიღოთ ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად. ეს მეტყველებს თქვენი ნატურის ვნებიანობასა და ენერეგიულობაზე. თქვენ ცდილობთ მიიღოთ შედეგი რაც შეიძლება მალე, რომ მოასწროთ რაც შეიძლება მეტი და მაშინ როცა სხვები ჯერ კიდევ ფიქრობენ და ყოყმანობენ, თქვენ უკვე მთელი თავით ხართ გადაშვებული საინტერესო სათავგადასავლო მოგზაურობაში სახელწოდებით ცხოვრება.

შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი ნაკლი არის სიზარმაცე. ან თქვათ გაქვთ ცუდი მეხსიერება, ან არ გაქვთ დიპლომი, თვლით რომ ცუდი გარეგნობა გაქვთ ან ცუდად მეტყველებთ და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა რას შეეხება, ნებისმიერი რამ, რასაც თქვენ თვლით საკუთარ ნაკლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ სავარჯიშოში.

თუ თქვენ დაიწყებთ სავარჯიშოს შესრულებას, მაგრამ გაგიჭირდეთ რაიმე დადებითის პოვნა თქვენს ნაკლოვანებაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:

შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ცდილობთ ისაუბროთ საკუთარი შვილის ნაკლზე, მაგრამ ისე რომ არ წარმოჩნდეს ის ნაკლად, ან წარმოიდგინეთ რომ თქვენმა შეყვარებულმა, მეუღლემ ან ვთქვათ შეფმა გაიგო თქვენი ამ ნაკლოვანების შესახებ და გეუბნებათ: „მითხარი თუნდაც ერთი მიზეზი, რისთვისაც ეს შეიძლება ჩაგეთვალოს პლიუსად და დავივიწყებ ყველაფერს, თუ არად მორჩა, ყველაფერი დასრულდა, ან დათხოვილი ხარ და ა.შ.“ ნუ მოკლედ  ამაზეა დამოკიდებული თქვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. ასევე შეგიძლიათ აიყოლიოთ ვინმე მეგობარი, კოლეგა, ოჯახის წევრი ამ თამაშში და შეეცადოთ ერთმანეთს მიყიდოთ საკუთარი ნაკლი.

მოკლედ, თუ არ დაგეზარებათ იფიქროთ, თქვენ აუცილებლად მოიფიქრებთ რამეს.

შეიძლება  დაგებადოთ კითხვა:  „რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ეს ხომ მხოლოდ სიტყვებით თამაშია და რაც არ უნდა ლამაზად შევფუთოთ, ნაკლოვანებები მაინც ნაკლოვანებებად დარჩებიან?“

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ მედალს აქვს ორი მხარე. ცხოვრებაში ძალზე იშვიათია ისეთი რამე, რაც ერთმნიშვნელოვნად ცუდია ან ერთმნიშვნელოვნად კარგია. ყველაფერი დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე და ჩვენი აზროვნების მოდელზე.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს პლიუსების დანახვა ყველაფერში, მათ შორის საკუთარ ნაკლოვანებებშიც. ეს გვეხმარება ბევრად უფრო პოზიტიურად და საინტერესოდ ცხოვრებაში. თუ თქვენ შეებრძოლებით თქვენს ნაკლოვანებებს, მაშინ ისინიც გაგიწევენ წინააღმდეგობას და ეს წინააღმდეგობა გამოაწრთობს  მათ და უფრო გააძლიერებს, მაგრამ თუ თქვენ მიიღებთ მათ, მაშინ შეგიძლიათ ისინი მოწინააღმდეგიდან აქციოთ მოკავშირედ.

როცა თქვენ მშვიდად აღიქვამთ საკუთარ ნაკლოვანებებს, მაშინ შეგწევთ უნარი, უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ღირსებებს. ხოლო ის, რასაც ჩვენ ვუთმობთ ჩვენი ყურადღებას, ჩვენი აზრების უდიდეს ნაწილს —  ვითარდება და ძლიერედება კიდევაც ჩვენს ცხოვრებაში.

სწორედ ამ ეფუძნება პოზიტივის ტალღაზე პიროვნული განვითარების კონცეფცია. მას საფუძვლად უდევს პოზიტიური მსოფლმხედველობა, უნარი შევამჩნიოთ პირველ რიგში პლიუსები სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესში.

დღეს ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ მთელ მსოფლიოში, როგორც წესი ჭარბობს ნეგატიური აზროვნების მოდელი და როგორც ასეთი აზროვნების შედეგი, ადამიანებს კარგად აქვთ განვითარებული საკუთარი ნაკლოვანებების შემჩნევის და მასზე კონცენტრირების უნარი და ძალიან უჭირთ აღმოაჩინონ და ყურადღება გაამახვილონ საკუთარ ღირსებებზე.

თუ ადამიანი პირველ რიგში ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ეს იწვევს უკმაყოფილებას საკუთარი თავით და თუ ასეთმა ადამიანმა გადაწყვიტა იზრუნოს საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე, ის პირველ რიგში იწყებს სწორედ ამ ნაკლოვანებებთან ბრძოლას, საყვედურობს საკუთარ თავს სიზარმაცისთვის, ვერ იტანს საკუთარ სისუსტეს და უჩნდება აგრესია საკუთარი თავის მიმართ.

ასეთი ნეგატივის პირობებში კი ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს ხედავს არალეალიზებულ, არშემდგარ პიროვნებად ცხოვრებისეული ჭაობის ფსკერზე და მსგავს სიტუაციაში მყოფში, თუნდაც მოხდეს რაღაც უეცარი გამონათება და გაჩნდეს სურვილი საკუთარი უღიმღამო ცხოვრების შეცვლისა, ეს მაინც რაღაც წამიერი გამონათება იქნება, რომელიც მალევე ჩაქრება.

როგორ შეიძლება მივაღწიო წარმატებას, თუ მე ვხედავ რომ რომ ვარ მხდალი და არაორგანიზებული?

განა შეიძლება რაიმე შევცვალო უკეთესობისაკენ როცა ამდენი ნაკლი მაქვს?

მსგავსი რამეების უბრალოდ გაფიქრებაც კი უკვე აფუჭებს განწყობას და ასეთ დროს ვინმე თუ დამიწყებს საუბარს იმაზე რომ ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა, ეს უფრო მეტად გამაღიზიანებს, რადგან ვთვლი რომ ეს სისულელეა და მხოლოდ რჩეულთათვის არის შესაძლებელი. მე კი უბრალოდ არ გამიმართლა.

არადა უმნიშვნელოვანესი შემადგენელი პიროვნების განვითარების პროცესისა არის პოზიტიური აზროვნების მოდელის განვითარება. როცა ადამიანი პირველ რიგში ხედავს საკუთარ ღირსებებს, ძლიერ მხარეებს  და ცდილობს კიდევ უფრო განავითაროს ისინი.

ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება და ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყურადღების გამახვილება საკუთარ ღირსებებზე და არა ნაკლოვანებებზე. როგორც ერთმა ბრძენმა თქვა: „ჩვენს, ადამიანებს ნაკლოვანებები არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ხასიათის გარკვეული თავისებურებები და ღირსებები.“

 

P.S. დაწერეთ კომენეტარეში გამოგივიდათ თუ არა თქვენი ნაკლის გაყიდვა. რა სურთულეებს გადააწყდით? შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ნაკლოვანებებისადმი ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ? რა გააცნობიერეთ ამ სავარჯიშოს შესრულების პროცესში და რა დასკვნები გამოიტანეთ მისგან?

P.P.S. ასევე, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით და მიეცით მათაც შანსი გაყიდონ საკუთარი ნაკლოვანებები.

შევხვდებით მწვერვალზე!

 სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

https://mebonia.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment