fbpx

„მოუსმინეთ საკუთარ გულს“-რამაზ გიგაურის რჩევა

ავტორი ჟოლო
166 ნახვა

ნუ მოუსმენთ:
* ჭორებს;
* წყევლას და ლანძღვა-გინებას;
* ახალ ამბებს;
* პოლიტიკოსებს (ამათ განსაკუთრებით);
* ხმებს აპოკალიფსის შესახებ!

მოუსმინეთ:
* საყვარელ მუსიკას;
* ნაკადულის ჩხრიალს;
* ჩიტების ჭიკჭიკს;
* ფოთლების შრიალს;
* ბავშვების სიცილს;
* საკუთარ გულს!

თუ რაღაცაზე წუხთ – ცხოვრობთ წარსულში;
თუ რაღაც გაშფოთებთ ან გაშინებთ – ცხოვრობთ მომავალში;
თუ რაღაცის გამო ბედნიერი ხართ – ცხოვრობთ აწმყოში!
იყავით ბედნიერი იმ ადამიანებით, რომლებიც ახლა თქვენს ცხოვრებაში არიან და იმ ნივთებით, რომლებსაც ახლა ფლობთ.
იყავით ბედნიერი ახლა – არა გუშინ ან ხვალ, არამედ ახლა!
სწორედ ახლა გააცნობიერეთ ეს სიხარული და ბედნიერება!
თქვენ შეგიძლით წუხდეთ, შფოთავდეთ , გეშინოდეთ ან კიდევ იყოთ ბედნიერი – არჩევანს თქვენ აკეთებთ!

სიყვარულით რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment