…ნუ დაელოდებით როცა ურთიერთობებს ნაპრალები გაუჩნდება – უმნიშვნელო ბიძგებიც კი საკმარისი იმისათვის, რომ ურთიერთობის გამყარებაზე იფიქროთ….
…ნურც გაბუტვას დაელოდებით, იმისათის რომ ერთმანეთს უთხრათ “მაპატიე, მიყვარხარ, მადლობა რომ არსებობ”…
…სიურპრიზებისათვის სადღესასწაულო თარიღი არ არის აუცილებელი – მათი გაკეთება უმიზეზოდ უფრო სასიამოვნოა….
…მანამდე მოუარეთ და გაუფრთხილდით ურთიერთბას, სანამ იგი “გახმობას და გადაგვარებას ” დაიწყებს….
…არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეტყვით რომ სიყვარული წლებთან ერთად ქრება…..სიყვარული ცეცხლია – თუ ჩააქრობთ ჩაქრება, თუმცა მარადიული ცეცხლიც არსებობს….
…განსაკუთრებული წარმატების ლოდინი არ არის აუცილებელი, იმისათის რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ……განსაკუთღებული არაფერი მოხდება, თუ არ ისწავლით დეტალებით ტკბობას….
…ნუ შეაჩვევთ ერთმანეთს ენას….ნუ გააუბრალოვებთ ყოველდღიურობას, ნუ მიირთმევთ საჭმელს “ულამაზო ” ჭურჭლიდან…..სადღესასწაულო საუზმეები და სადილები მოიწყვეთ, იმის ნაცვლად, რომ ვიტრინაში არსებულ “სერვიზებს” სამნიშნა იუბილეები გადაუხადოთ:)
…ეძებეთ ერთმანეთში მხოლოდ კარგი თვისებები და როცა რაიმე გეწყინებათ, სამი სასიამოვნო ამბავი გაიხსენეთ ზედმიწევნით- გაანეიტრალეთ ნეგატივი…
…დაკავდით ურთიერთობით….ისევე სერიოზულად , როგორც ბავშვობაში წერა კითხვის სწავლით იყავით დაკავებული ყოველდღიურად…..შეისწავლეთ ერთმანეთის მტკივნეული ადგილები, იმისათის, რომ არასოდეს ატკინოთ გული….
…იყავით მუდამ ბედნიერი (ეს არც თუ ისე რთლია), რათა თქვენს შემხედვარე ადამიანებს სიცოცხლე მოუნდეთ….. 🙂))))
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი