“რა გვაკლია? გვაკლია, რომანტიზმი, შეყვარებული გოგო ბიჭები, თვალებ ანთებული, ამაღლებული გრძნობებით, რაც ჩაანაცვლა ვირტუალურმა “უემოციო” ემოციებმა. გვაკლია, ქვეყნის თითეულ გოჯზე მოდარდელი გლეხი, რომელიც მიწაში სიყვარულს თესავს და ოფლით რწყავს რომ უხვი ნაყოფი მიიღოს.
გვაკლია კულტურისა და ღირებულებების ისეთივე გაანალიზება, როგორადაც იწრთობოდა და ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში იგი. გვაკლია ცოდნა, ყველაფერის ცოდნა, დაფიქრება, მოთმინება და ტკივილებისგან დასკვნების გამოტანა. გვაკლია ადამიანები, ვისაც მივბაძავთ, ვიზეც გავაკეთებთ სწორებას.
გვაკლია სიმართლისათვის თვალის გასწორების უნარი. როგორც კი რაიმე არ მოგვეწონება ლამაზი ტყუილით ვანაცვლებთ მწარე სიმართლეს. გვაკლია იდეის ირგვლივ გაერთიანება, იდეის და არა “მესიების”… გვაკლია ეროვნული იდეოლოგიის განსაზღვრა. გვაკლია სოლიდარობა. ჩვენ, მხოლოდ რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ვართ სოლიდარულები.
გვაკლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გამბედაობა. გვაკლია ფსევდო ღირებულებებისა და კონსერვატიული პროპაგანდისაგან დაცლა.
გვაკლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საკუთარი ხასიათების გამოვლენისგან თავშეკავება. ვინ ვართ ჩვენ?! ჩვენ, ევროპული, ქრისტიანული ღირებულებების, ქრისტიანობის წინარე ღირებულებებისა და კულტურის ხალხი ვართ. სად არის ჩვენი შველა? განათლებაში, ფიქრში, რწმენაში, სწორ დამოკიდებულებაში! სამშობლოზე, საქართველოზე მაღლა მხოლოდ ღმერთია!!!…”
—–
“ერს, რომელსაც ნეგატივი უფრო ხიბლავს, ვიდრე წინსვლაზე ფიქრი, მოჯადოებული წრიდან დიდი ხანი ვერ დააღწევს თავს.”
—–
“ცხოვრებაში, ყველაფრის მიღწევა რომ შევძლოთ, უნდა გამოვიყენოთ განსაკუთრებული შესაძლებლობების დრო, რომელსაც განგება არცთუ ისე ხშირად გვაძლევს. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ, არ ვიცით რამდენხანს გასტანს ის, სინათლის სისწრაფით უნდა ვიმოქმედოთ მიზნის მისაღწევად.”
—–
“ჩვენ ვართ ოთახში რომელსაც უამრავი კარი აქვს, მაგრამ, მაინც იმ კარის დახურვაზე ვწუხვართ, რომლისკენაც სახით ვდგავართ…”
—–
“ყველა გამოწვევის დასაძლევად მთავარია იმის გააზრება რომ შენ ვალდებული ხარ გადალახო ეს წინააღმდეგობა იმისთვის რომ არ შეჩერდეს შენს უკან მდგომი ადამიანების თავისუფლებისკენ მიმავალი გზა…”
—–
“სინამდვილეში ჩვენი უმთავრესი მისია რისთვისაც მოგვავლინა უფალმა, არის გონებაში დათესილი მარცვლის, რომელსაც ნიჭი ჰქვია, მოვლა- პატრონობა და სასიკეთო საქმისთვის გამოყენება…”
ვახტანგ ბერიძე