fbpx

ეს არის ცხოვრების მთელი საიდუმლო

ავტორი ჟოლო
142 ნახვა

💫 გრძნობა- ესაა ენერგია მოძრაობაში.

💫 როდესაც ენერგია მოძრაობაში მოგყავს, შენ ქმნი გარკვეულ ეფექტს…

და თუ ოპერირებ საკმარისი რაოდენობის ენერგიით, შენ ქმნი მატერიას.

💫 მატერია შეკუმშული, ერთად თავმოყრილი, შერეული ენერგიაა.

თუ თქვენ საკმაოდ დიდი ხანი, გარკვეული წესით მოახდენთ ენერგიით მანიპულირებას, მიიღებთ მატერიას.

ნებისმიერმა ჭეშმარიტმა ოსტატმა იცის ეს კანონი.

💫 ეს არის სამყაროს ალქიმია!!

და ეს არის ცხოვრების მთელი საიდუმლო.

💫 აზრი- ეს არის სუფთა ენერგია.

ნებისმიერი აზრი, რომელიც შენ გაქვს, გქონდა ან გექნება- ქმნის!

💫შენი აზრის ენერგია არასოდეს კვდება!

არასოდეს!

ის ტოვებს შენს არსებას და მიისწრაფის სამყაროსკენ, ამასთან- მუდმივად ფართოვდება.

ნებისმიერი აზრი- მარადიულია.

💫 აზრები ერთიანდებიან.

ისინი ხვდებიან, კვეთენ და ეჯაჭვებიან ერთმანეთს, ენერგიის წარმოუდგენელ ლაბირინთებში და ქმნიან წარმოუდგენელი სილამაზის და სირთულის მუდამ ცვალებად ფორმებს.

💫 ერთნაირი ენერგიები იზიდავენ ერთმანეთს.

ისინი ერთიანდებიან და ქმნიან ნათესაურ ენერგეტიკულ რგოლებს( შეკვრებს, გაერთიანებებს).

💫 როდესაც ერთნაირი ენერგიის რგოლების საკმაოდ დიდი რაოდენობა ხვდება, კვეთავს და ეჯახება ერთმანეთს, ისინი ეკრობიან, ეწებებიან ერთმანეთს.

საჭიროა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ასეთი შეწებებული ენერგეტიკული შეკვრები, იმისთვის რომ წამოიქმნას მატერია.

💫 მაგრამ ნებისმიერი მატერია იქმნება სუფთა ენერგიისგან. ფაქტიურად მხოლოდ ასე შეუძლია მას წარმოშობა….

💫 როდესაც ენერგია იქცევა მატერიად, ის კიდევ დიდიხანი რჩება მატერიად, თუ მისი სტრუქტურა არ ინგრევა საწინააღმდეგო ან მისგან განსხვავებული ენერგიის ფორმებისგან.

ეს საწინააღმდეგო ენერგია, მატერიაზე ზემოქმედებისას, ანგრევს მას და ამით ათავისუფლებს იმ პირველსაწყის, ნედლ ენერგიას, რისგანაც ის არის შექმნილი. (და სწორედ ამ პროცესების მომსწრეები ვართ ჩვენ, ყველანი, ახლა და აქ. დ.მ.)

💫 ახლა შენ უკვე ნათლად შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ შეუძლიათ შემქნან სასურველი რეალობა ადამიანებმა, რომელთაც ერთნაირი აზრები აქვთ და ერთი მიმართულებით ფიქრობენ….

💫ნილ დონალდ ვოლში. “საუბრები ღმერთთან”.

P. S.

შიშის, ნეგატიური აზროვნების, დესტრუქციული ემოციებისა და ფიქრების შედეგებს ვიმკით უკვე, კაი ხანია… 🙁

ამას ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ!! 😒

…დრო ხომ არ მოვიდა ახლა პოზიტიური აზროვნების შედეგებიც ვნახოთ?!…

ყველამ ერთად…

წყარო: დაჯი მამულაშვილი, ასტრო-ფიზიკოსი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment