fbpx

„გაბედული იმორჩილებს მათ და განაგრძობს მოძრაობას წინ”

ავტორი ჟოლო
8.4K ნახვა

რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით ნახავთ რომ საკუთარ თავს ეძებთ.

***

ნამდვილი სიმამაცეა მიუხედავად უამრავი შიშისა, იმოძრაო გაურკვეველი მიმართულებით. სიმამაცე ეს არაა შიშის არქონა. რაც მეტს გაბედავ, უფრო უშიშარი გახდები. თავიდან კი არც ისე დიდი განსხვავებაა მხდალსა და მამაცს შორის. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ მხდალი ემორჩილება საკუთარ შიშებს, ხოლო გაბედული იმორჩილებს მათ და განაგრძობს მოძრაობას წინ.

***

ვისაც შეუძლია ბედნიერი იყოს მარტოობით – შემდგარი პიროვნებაა, თუ თქვენი ბედნიერება სხვებზეა დამოკიდებული მონა ხართ, თავისუფალი კი არა, უღელშემბმული ხართ.

***

გინდა, ბედნიერი ადამიანი იყო? მაშინ დაანებე თავი საკუთარ მეხსიერებაში ქექვას.

***

ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.

***

ძენის მონასტრებში, როდესაც ოსტატი შეგირს სახეზე ოცნების ან ფიქრის კვალს შენიშნავდა მაშინვე თავზე წამოარტყამდა ხოლმე. ეს შოკივით მოქმედებდა. ფიქრები უეცრად წყდებოდა და გაცნობიერება ჩნდებოდა.

მე ვერ გადავაადგილდები თქვენთან ერთად, ამიტომ საკუთარ თავს წამოარტყით ხელი და არ იდარდოთ, რომ ხალხს ცოტა გიჟად მოეჩვენებით. მხოლოდ ერთი სიგიჟე არსებობს და იგი გონებიდან მოდის. ძალიან ბევრი ფიქრია ერთადერთი სიგიჟე. ყველაფერი სხვა მშვენიერია.

ოშო

მსგავსი სტატიები

Leave a Comment