ქართველი მხატვრების ამერიკული წარმატება გრძელდება. Madatart-მა მანჰეტენზე Jadite Galleries ში ათი ქართველი მხატვარი გამოფინა.
ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია მედეთარტი ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. კომპანიის ხელმძღვანელმა მარიტა დამენიამ ერთი წლის განმავლობაში ქართველი მხატვრებისთვის და სკუპლტორებისთვის რვა პროექტი განახორციელა. ბოლო პროექტი Jadite Galleries ში გამართული ჯგუფური გამოფენა, შაბათს სამ ივნისს დასრულდა.
გამოფენაში მონაწილე ათივე ხელოვანის ნამუშევარმა საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. თათია კობრეშვილმა, ეკატერინე კიკნაძემ, ნანა გაგოშიძემ, გიორგი კობიაშვილმა, ნანა ჩიხლაძემ, მაკა ბერაძემ და ნინო ქურდაძემ გამოფენაზე თავიანთი ნახატები წარადგინეს, ხოლო ვანო ზაქაიძემ, ანა ქურციკიძემ და ლეილა ქურციკიძემ ტყავის აქსესაურები, ჩანთები და ვერცხლის და მინანქრის სამკაული.
გამოფენაში მონაწილეობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ეთერი ჭკადუა, ძმასთან გოჩა ჭკადუასთან ერთად (Eteri and Gocha Chkadua Studio),
ALIEN BLOOM – პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ულამაზესი ყვავილები, გალერეის ცენტრში ზღაპრული ბაღის ილუზიას ქმნიდა.
მარიტა დამენია: ძალიან კარგი გამოფენა გამოგვივიდა, საინტერესო, მრავალფეროვანი, სრულიად განსხვავებული ხელოვანები, რომელიც ერთ მთლიან ჰარმონიას ქმნიდნენ. გამოფენას ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა და ნიუ იორკელი გალერისტების მიერ შეფასდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ექსპოზიცია. თითოეული ნახატი თითოეული წარმოდგენილი ხელოვნების, ნიმუში უნიკალური და შთამბეჭდავი იყო. სტუმრებიც და მხატვრებიც ძალიან კამყოფილი დარჩნენ.
– ასაკობრივი შეზღუდვა თუ გაქვთ გამოფენებზე?
– არ გვაქვს არანაერი შეზღუდვა, მთავარი მხატვრის ნიჭია და კრეატიულობაა. ცხადია ასაკის მატებასთან ერთად ისინი მეტად დახვეწილები ხდებიან, მაგრამ ზოგჯერ ძალიან პატარებს, თავიანთი კარიერის საწყის ეტაპზე შეუძლიათ გაგაოცონ. ერთ მაგალითს გეტყვით ამ გამოფენაში მონაწილეობდა 21 წლის ნანა ჩიხლაძე, ემიგრანტი ქართველი, რომელიც არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის. მისი ერთი ნახატი გამოფენის გახსნისთანავე შეიძინეს. მომდევნო დღეებში, გალერისტები გვყავდა სტუმრად და ძალიან გაოცდნენ, როცა მისი ასაკი შეიტყვეს, ბეიბი ნანა შეარქვეს.
ასევე არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს სამხატვრო აკადემიის დიპლომის ქონა. ნანა გაგოშიძე, თათია კობრეშვილი, ნინო ქურდაძე თვითნასწავლი ხელოვანები არიან. ნანა ისეთ საოცრებებს ქმნის ქართული აბრეშუმით და სხვა ნატურალური მასალით, თავლს ვერ მოაცილებთ. თათია, რომელიც დიდი ზომის აბსტრაქტულ ტილოებზე მუშაობს, თავისი ფერთა პალიტრით, ნამუშევრებთან მიდგომით რომ ძალიან მოკლე დროში გახდა პოპულარული, როგორც საქართველოში ისე ამერიკაში.
– მომავალში რა გეგმები გაქვთ? გაგრძელდება ქართული ხელოვნების პოპულრაზიაცია ამერიკაში?
– აუცილებლად. მედეთარტი ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენას კვლავ გამართავს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამერიკელ და ევროპელ არტისტებთანაც. თუმცა, ქართული კულტურის ფართო ასპარეზზე გამოტანა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ჯგუფური გამოფენისთვის მიღება კვლავ გრძელდება. ასე რომ მსურველებს შეუძლიათ შემოგვეხმიანონ.