fbpx

„გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ… გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ“…

ავტორი ჟოლო
2.7K ნახვა

მინდოდა ერთი ჩემი მეგობრისთვის მეთქვა ეს, მაგრამ მოდი ხმამაღლა ვიტყვი:
მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საშინელებაა, როცა არაფერი გაქვს დასაკარგი, დასაცავი და გასაფრთხილებელი.
როცა არაფერი გაქვს ისეთი, რისთვისაც კარგად ყოფნაც ღირს და ცუდად ყოფნაც, სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც.
და როცა არავინ გყავს, ვისი დაკარგვაც დაგშლის და დაგაქცევს.
ვისი არსებობაც ერთდროულად ბედნიერებაც არის და ტანჯვაც. 
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ის არის ყველაზე ძნელი…
სადაც სიყვარულია, ზოგჯერ იქ არის ყველაზე ძნელი.
ზოგჯერ ვერ ხვდებიან ჩვენი ადამიანები, როგორ გვჭირდებიან. უყვირეთ და გააგებინეთ.
და ზოგჯერ ვერ ვხვდებით ჩვენ, როგორ ვჭირდებით, და დაე, გვიყვირონ და გაგვაგებინონ.
გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ.
გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ. თორემ დადგება დრო, როცა აღარაფერი იქნება, რისთვისაც ღირს…
როცა არ იქნება არავითარი გრძნობა, რომელსაც შეუძლია მოგკლას კიდეც, და ეს არ იქნება ადვილი, ეს არ იქნება შვება, რადგან არაფერია ამაზე საშინელი… სიცარიელეზე საშინელი…

ლია ლიქოკელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment