fbpx

ლურჯი ცის ქვეშ

ავტორი ჟოლო
167 ნახვა

წარმოიდგინეთ ნათელი ლურჯი ცა ღრუბლების გარეშე. ახლა კი გადახედეთ ცნობიერების თვალით გარემომცველ ლანდშაფტს. ქვემოთ ჩამოთვლილი სურათებიდან რომელი გამოიყურება თქვენთვის უფრო დამამშვიდებლად და მომადუნებლად?

  1. თეთრად დათოვლილი ველი
  2. ლურჯი ზღვის სივრცე
  3. მწვანეში ჩაფლული მთები
  4. ყვითელი ყვავილებით დაფარული მინდორი

გასაღები ტესტისთვის „ლურჯი ცის ქვეშ“

ლურჯ ფერს გააჩნია სულის დამამშვიდებელი თვისება. თუნდაც უბრალოდ წარმოიდგინოთ
რაიმე სურათი ლურჯ ტონებში, მაშინვე იგრძნობთ რომ თქვენი პულსი ნელდება, ხოლო
სუნთქვა ხდება უფრო ღრმა.

სხვა ფერებსაც გააჩნიათ გარკვეული მნიშვნელობა.

სურათი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, ავლენს თქვენს ფარულ ტალანტს, რომელიც
ბუდობს თქვენი მშვიდი ცნობიერების სიღრმეებში.

  1. თეთრად დათოვლილი ველი
    თქვენ დაჯილდოებული ხართ განსაკუთრებული აღქმის უნარით, რომელიც გაძლევთ საშუალებას ერთი შეხედვით შეაფასოთ სიტუაცია და გახსნათ კვანძი რთული პრობლემებისა ყოველგვარი მტკიცებულებების და ახსნა–განმარტებების გარეშე.
    თქვენ გაქვთ ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომ იყოთ დაკვირვებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი… და ცოტა წინასწარმეტყველიც. ენდეთ ინტუიციას. ის თქვენ ყოველთვის სწორ მიმართულებას გიჩვენებთ.
  1. ლურჯი ზღვის სივრცე
    თქვენ გაქვთ ბუნებრივი ტალანტი პიროვნულ ურთიერთობებში. ადამიანები პატივს სცემენ თქვენს უნარს ადამიანებთან ურთიერთობისა და იმას თუ როგორ ეხმარებით სხვადასხვა ჯგუფებს გაერთიანებაში. თქვენი თანდასწრებით ადამიანები მუშაობენ უფრო მშვიდად და ეფექტურად, ეს გაქცევთ შეუფასებელ მონაწილედ ნებისმიერი პროექტისა და ნებისმიერი გუნდისა.
    როცა თქვენ ამბობთ „კარგად მუშაობთ. გააგრძელეთ ასე“, ადამიანებმა იციან, რომ თქვენ მართლა ასე თვლით და ამიტომ ეს მათთვის იძენს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას.
  1. მწვანეში ჩაფლული მთები
    თქვენ გაგაჩნიათ ექსპრესიული ურთიერთობის უნარი. ეტყობა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო სიტყვები, რათა გამოხატოთ ის, რასაც გრძნობთ და ადამიანები ძალიან მალე იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ისინიც გრძნობდნენ ზუსტად იმავეს.
    ამბობენ გაზიარებული სიხარული მრავლდება და გაზიარებული მოწყენილობა მცირდებაო. ეტყობა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანებს იპოვონ ამ ტოლობის სწორი მხარე.
  1. ყვითელი ყვავილებით დაფარული მინდორი
    თქვენ ხართ ცოდნისა და ხელოვნების საგანძური, რომელიც სავსეა იდეებით და
    პრაქტიკულად უსასრულო პოტენციალით. დარჩით ჰარმონიაში სხვა ადამიანებთან და არასდროს არ შეწყვიტოთ მუშაობა თქვენი ოცნების განხორციელებაზე და მაშინ არ იქნება არაფერი, რის მიღწევასაც ვერ შეძლებთ.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment