“თქვენი სამუშაო მაგიდა სავსეა დაუმთავრებელი სამუშაოებით; ყველა დანარჩენი უკვე
დიდი ხანია სახლში წავიდა. თქვენ დაჰყურებთ საათს და გრძნობთ რა შინაგან სისუსტეს,
ეკითხებით საკუთარ თავს, დამთავრდება თუ არა როდისმე ეს რუტინა…
პროფესორი კითხულობს სამ საათიან ლექციას ყველაზე მოსაწყენ თემაზე მსოფლიოში.
ლექცია ნახევარი საათია რაც დაიწყო, თქვენ კი უკვე გეჩვენებათ, რომ რაღაცნაირად
გაიჭედეთ დროში…”
ლოდინი არის წამების განსაკუთრებული ფორმა, ბევრად უფრო მტანჯველი, ვიდრე
ნებისმიერი მომენტალური ტკივილი. დაუკმაყოფილებლობის და მოწყენის ნაზავს ყველაზე
მამაცი გულიც კი შეუძლია პანიკაში ჩააგდოს.
ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა პირისპირ შეგახვედრებთ უსასრულობასთან. მიეცით
საკუთარ თავს ერთი წუთი მოსამზადებლად და შეაბიჯეთთ უკიდეგანო უდაბნოში.
წარმოიდგინეთ, რომ:
- თქვენ მიდიხართ აქლემზე ამხედრებული უკიდეგანო უდაბნოს უზარმაზარ, ცარიელ სივრცეში. თქვენ უკვე პრაქტიკულად ქანცაგწყვეტილი და ძალაგამოლეული ხართ.
რას ეტყვით აქლემს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურგით გატარათ?
- იმ დროს, როცა თქვენ უკვე გეჩვენებათ, რომ წყურვილისგან მოკვდებით, გამოჩნდება მშვენიერი ოაზისი. აღმოჩნდა, რომ ვიღაცა უკვე მოსულა თქვენამდე ამ ოაზისში.
ვინ არის ეს ადამიანი? (დაასახელეთ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თქვენ იცნობთ)
- უდაბნოში დრო ნელა გადის და გგონია, რომ გავა მარადისობა, სანამ ჰორიზონტზე გამოჩნდება ქალაქი. ბოლოს და ბოლოს თქვენ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს.
რას გრძნობთ, მოგზაურობის დასასრულს?
- მოვიდა დრო დაემშვიდობოთ აქლემს, რომელთან ერთადაც გამოიარეთ ეს გრძელი გზა. როგორც კი თქვენ ჩამოდიხართ, სხვა ადამიანი ძვრება აქლემზე, რომ დაიკავოს თქვენი ადგილი.
ვინ არის ეს მხედარი? (დაასახელეთ ნებისმიერი ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, გარდა
იმისა ვინც ოაზისში დაგხვდათ)
გასაღები ტესტისთვის „მოგზაურობა უდაბნოში“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
უდაბნო და აქლემი ახდენენ პირადი თავისუფლების სიმბოლიზაციას. ნაწილობრივ ეს
სცენარი ხსნის ჩვენს გრძნობებს საყვარელ ადამიანთან დაშორებისას. თქვენი პასუხები
ახდენენ დემონსტრაციას იმისას, თუ როგორი შეიძლება იყოს თქვენი რეაქცია, როცა მოვა
დრო თითოეული წახვიდეთ თქვენ–თქვენი გზით.
- სიტყვები, რომლებსაც ეუბნებით აქლემს, ხსნიან იმას, თუ რა შეიძლება უთხრათ საკუთარ თავს, მაშინ, როცა იგრძნობთ, რომ სიყვარული გაქრა.
ცდილობდით თქვენ გამამხნევებელი სიტყვების თქმას: „ჩვენ რამენაირად გავუძლებთ და
დავძლევთ ამას“! ან „ნუ ნერვიულობ, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ!“ თუ
თქვენს სიტყვებში გაისმა სასოწარკვეთილების ნიშნები: „ჩვენ გზა აგვერია… უიმედო
მდგომარეობაში ვართ, ჩვენ აქ დავიღუპებით.
- ფსიქოლოგიის ენაზე ოაზისი ნიშნავს პრობლემების გადაწყვეტის გასაღებს.
ადამიანი ვისაც თქვენ ოაზისში შეხვდით, შეიძლება იყოს ის, ვინც გამოგიწოდათ
დახმარების ხელი წარსულში ან ის ვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მძიმე წუთებში.
- ქალაქი მოგზაურობის დასასრულს, ნიშნავს წესრიგს, რომელიც აღსდგა თქვენს ემოციებში მას შემდეგ რაც განიკურნა თქვენი გატეხილი გული.
გრძნობები, რომლებსაც განიცდით ქალაქამდე მიღწევისას – ეს თქვენი ჭეშმარიტი
გრძნობებია, რომლებიც აღიძრება თქვენში მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მოხვალთ აზრზე
სიყვარულის დაკარგვის შემდეგ.
- ახალი მხედარი – ეს ადამიანია, რომლის მიმართაც თქვენ განიცდით მეტოქეობის, ეჭვიანობის ან წყენის ფარულ გრძნობას.
შეიძლება ადამიანი ვინც თქვენ დაასახელეთ, არის თქვენი მეტოქე სიყვარულში, ან ის ვინც
ოდესღაც გული გატკინათ?
ვინ იცის… 🙂
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ