fbpx

გახადეთ ნებისმიერი საქმე სახალისო…

ავტორი ჟოლო
218 ნახვა

საქმე სწრაფად გაკეთებას მოითხოვს, თქვენ კი  ამის ხალისი არ გაქვთ, რადგან იცით, რომ სირთულესთან მოგიწევთ გამკლავება. თუ საქმეს გადადებთ, უნდა იცოდეთ, რომ მას ახალი დაემატება და უფრო მეტის გაკეთება მოგიწევთ. ამიტომ დაფიქრდით…

 

რამდენიმე გზა იმისთვის, რომ გაიმარტივოთ და გაიხალისოთ საქმის კეთება:

 

1.ჩართეთ მუსიკა – მუსიკა ბევრ ადამიანს ეხმარება განტვირთვაში და დადებითად მოქმედებს განწყობაზე. როდესაც კარგ განწყობაზე ხართ საქმის კეთებაც უფრო სახალისოა.

 

2.დაახარისხეთ – როდესაც ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, ცხადია, ეს განწყობაზე მოქმედებს. დაყავით საქმე, დაახარისხეთ იმის მიხედვით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია და ამის შემდეგ დაიწყეთ კეთება.

 

3.აკონტროლეთ დრო – დააყენეთ მაღვიძარა 10-15 წუთით და ამ დროში გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გეზარებათ, შემდეგ კი დაკავდით სახალისო საქმით.

 

4.დააჯილდოვეთ საკუთარი თავი – დაფიქრდით რა გაგახარებდათ ყველაზე მეტად და მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ მას გააკეთებთ, შემდეგ დაიწყეთ საქმის კეთება და ნახავთ როგორი ენთუზიაზმით გააკეთებთ მას.

 

5.გააკეთეთ სხვასთან ერთად – როდესაც საქმეს ვინმესთან ერთად ინაწილებთ ის ისე რთულად აღარ გეჩვენებათ.

 

6.გააკეთეთ მეგობრებთან ერთად – გამხნევება და წაქეზება ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გააკეთეთ საქმე მეგობრებთან ერთად, შეეჯიბრეთ, რომელი უფრო მოკლე დროში და ხარისხიანად გააკეთებს მას.

 

7.აქციეთ რიტუალად – გეზარებათ დილით ადრე ადგომა? აქციეთ რიტუალად საყვარელი ადამიანისთვის ყავის ლოგინში მირთმევა და ეს ჩვევად გექცევა.

 

8.აქციეთ ბუნება მოკავშირედ – საქმის კეთება ლამაზ ბუნებაში გაცილებით უფრო სასიამოვნოა.

 

9.მოუსმინეთ რაღაც ამბავს – საქმის კეთების პარალელურად ჩართეთ რაიმე სასიამოვნო ამბავი და უსმინეთ, ასე დრო ძალიან სწრაფად გავა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment