1. მნიშვნელოვანია, რომ ინსპირაციული და მიმზიდველი მომავალი შევიქმნათ. უნდა არსებობდეს მიზეზები, რის გამოც დილით ავდგებით და ცხოვრების სურვილი გაგვიჩნდება.
2. ბიზნესის წამოწყება და განვითარება უფრო მეტად ინოვაციურობაზე, დრაივსა და მისი შემქმნელის პრინციპულობაზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ პროდუქტზე რასაც ის ყიდის.
3. თუ თქვენ კომპანიის თანადამფუძნებელი ან აღმასრულებელი დირექტორი ხართ, ნებისმიერი დავალება უნდა შეასრულოთ. თუ თქვენს პასუხისმგებლობას კარგად არ შეასრულებთ, კომპანია წარმატებული ვერ იქნება. შავი სამუშაოს შესრულება ზედმეტი არასოდეს არის.
4. რთული პრობლემების გადასაჭრელად მრავალი ადამიანის დაქირავება შეცდომაა. რაოდენობა არასოდეს გაუტოლდება ნიჭს. (ორი არაფრის მცოდნე ადამიანი, არაფრით სჯობს ერთ უცოდინარს) ეს მხოლოდ პროცესს გააჭიანურებს და ამოცანას წარმოუდგენლად ძვირს გახდის.
5. კომპანია – ეს არის ჯგუფი, რომელიც პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად შეიქმნა, რაც უფრო კარგი და ამ საქმით დაინტერესებული ხალხია მასში, მით უფრო უკეთესია კომპანიაც.
6. თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანია, ის მაშინაც უნდა გააკეთო, თუ წარმატების შანსი ძალიან მცირეა.
7. საქმის მიმართ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ, ეძებეთ ნებისმიერი შეცდომა და გამოასწოროთ ის. ეძებეთ ნეგატიური შეფასებები, განსაკუთრებით კი თქვენი მეგობრებისგან.
ილონ მასკი– ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი.