fbpx

კვებაზე და წონაში დაკლებაზე

ავტორი ნინო გონგაძე
275 ნახვა

🟥ცხიმი ისე არ ასუქებს

🟥ასუქებს ნახშირწყლები

🟥კალორიების დათვლა და კალორიების დეფიციტში ყოფნა პირველი საფუძველია დაკლების

🟥უნდა დახარჯო, დაწვა მეტი კალორია, ვიდრე ჭამ, სვამ

🟥აუცილებლად უარი უნდა თქვა სუსნაობაზე, “სნეკებზე”, წახემსებაზე

🟥რადგან ყოველი ჭამის შემდეგ მაღლა იწევს სისხლში შაქრის კონცენტრაცია, რაც განაპირობებს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფას

🟥პანკრეასის ხშირად წვალება და ორგანიზმში ინსულინის ხშირი გამოყოფა ასუქებს!

🟥ამიტომ უნდა ვჭამოთ 24 საათში 2-ჯერ ან 3-ჯერ

🟥ხშირად ჭამა ხელს უწყობს გასუქებას

🟥იდეალურ ვარიანტში ვახშამსა და საუზმეს შორის უნდა დავიცვათ 12-16 საათიანი შიმშილის პერიოდი, რადგან ასე პანკრეასი ისვენებს და იწყება ცხიმის დაწვა

🟥საკვები იდეალურ ვარიანტში მივიღოთ გლიკემური ინდექსის გათვალისწინებით (ნახეთ ინტერნეტში)

🟥ანუ ვერიდოთ მარტივ ნახშირწყლებს(თეთრი ცომეული, პასტა, ბრინჯი, ნამცხვრები, ქიშმიში, ანანასი…)ისინი სწრაფად ზრდიან გლუკოზის დონეს სისხლში. ასეთი გლუკოზა სწრაფადვე ეცემა, შედეგი – მალე გვშივდება

🟥კვების რაციონში აქცენტი გავაკეთოთ ჯანმრთელ ცხიმებზე (თხილეული, ცხიმიანი თევზი, ავოკადო)

🟥და ცილებზე

🟥შაქარს მაქსიმალურად ვერიდოთ, რადგან ის ისედაც ყველგან არის დამალული

🟥ეს ყველაფერი რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასთან ტანდემში.

🟥არ არის აუცილებელი პირდაპირ სირბილი ან ცურვა, უკვე კარგია ყოველ დღე სეირნობა, ფეხით სიარული, მანქანის ნაკლებად გამოყენება, კიბეები, ველოსიპედი

მოკლედ:

✅იშვიათი, მაგრამ დამანაყრებელი კვება

✅აქცენტი ცილებზე და მცენარეულ ცხიმზე

✅შაქრის მინიმუმზე დაყვანა

✅მინიმუმ 12 საათიანი შიმშილი ყოველ დღე

✅საკვები დაბალი გლიკემური ინდექსით (ნახეთ ინტერნეტში)

✅ფიზიკური დატვირთვა

✅ამ ყველაფერის აუჩქარებლად და რეალისტურად შემოტანა-დანერგვა ცხოვრების სტილში

❌რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი.

❌თუ თქვენ გაქვთ გარკვეული დაავადებები (დიაბეტი, შაკიკი, თირკმელების, გულის უკმარისობა…) ეს ყველაფერი უნდა შეათანხმოთ მკურნალ ექიმთან.

👍ზოგადას კი, ასეთი ცხოვრების სტილი დადებითად მოქმედებს დიაბეტის პრევენციაზე, მაღალ წნევაზე, სისხლში აწეულ ცხიმებზე, რევმატიზმზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, მეტაბოლურ სინდრომზე და ასე შემდეგ.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

Le van House

მსგავსი სტატიები

Leave a Comment