fbpx

Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

ავტორი ჟოლო
59 ნახვა

ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაფ Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს – ამ სასიხარულო ინფორმაციას თავისუფალ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ამოიკითხავთ. 

ბრემენის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპების კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი – InGlove ჯერ ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ, საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად.

სტარტაფში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ – როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა.

ქართულმა გუნდმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით – “ინტერაქტიული ხელთათმანი” წარმოადგინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სწორედ მათ დაიკავეს და აჯობეს ყველა დანარჩენ დარეგისტრირებულ პროექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამარჯვებული სტუდენტები არიან:

დიმიტრი ცხოვრებაძე – თავისუფალი უნივერსიტეტი;

გიორგი გაბარაშვილი – აგრარული უნივერსიტეტი;

გიორგი მეშველიანი – თსუ.

გუნდის შესახებ მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ 

 

dimitri

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციითვე დიმიტრი ცხოვრებაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) სტუდენტი გახდა!
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.
მსოფლიო რეიტინგის პირველმა უნივერსიტეტმა დიმიტრის ჩარიცხვა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment