fbpx

ჯონ ასარაფი – თქვენი ცხოვრება გადაიქცევა იმის შესაბამისად, ყველაზე მეტად რისიც გჯერათ

ავტორი ნინო გონგაძე
2.8K ნახვა

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატებმა დაამტკიცეს, – ფიზიკური სამყარო ერთიანი ენერგეტიკული ოკეანეა, რომელიც აღმოცენდება და გარკვეული მილიწამების მერე ქრება, აგრძელებს რა პულსირებას.

არ არის არაფერი სწორი და მკვრივი. ასეთია კვანტური ფიზიკის სამყარო. დადგინდა, რომ მხოლოდ აზრებს შეუძლიათ მოაგროვონ და ადგილზე გააჩერონ ის <<ობიექტები>>, რომელსაც ვხედავთ მუდმივად ცვალებად ენერგეტიკულ ველზე.

მაშ რატომ ვხედავთ ადამიანს და არა მუდმივად ნათებად, ბლანტ ენერგიას? წარმოიდგინეთ კინოფილმის ფირი. ფილმი – ეს კადრების ნაკრებია, 24 კადრი წამის სიხშირით. კადრები დაყოფილია დროის ინტერვალით, თუმცა, სიჩქარის წყალობით რა დროსაც ერთი კადრი ცვლის მეორეს, მიმდინარეობს ენერგიების გაცვლა და ამ დროს ჩვენ გვგონია, რომ ვხედავთ უწყვეტ და მოძრავ გამოსახულებას.

ახლა გაიხსენეთ ტელევიზია, ელექტრო-გამოსხივებადი სატელევიზიო მილი ეს უბრალოდ მილია უამრავი ელექტრონებით, რომლებიც ეჯახება ეკრანს გარკვეული სახით და ამით ქმნის ფორმის მოძრაობის ილუზიას. აი, რას წარმოადგენს ყველა ობიექტი, ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ 5 ფიზიკური გრძნობის ორგანო(მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება). თითოეულ მათგანს გააჩნია გარკვეული სპექტრი(მაგალითად, ძაღლს ესმის სხვა დიაპაზონში, ვიდრე ადამიანს; გველი ხედავს სხვა სპექტრში, ვიდრე ადამიანი და ა.შ.).

სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი გრძნობითი აღქმის ნაკრები, გარშემო, სამყაროს ენერგიებს აღიქვამს გარკვეული შეზღუდული ხედვიდან და აქედან გამომდინარე აწყობს გამოსახულებას. ეს არასრული და არც ისე ზუსტი სურათია, მხოლოდ ინტერპრეტაციაა. ყველა ინტერპრეტაცია დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რეალობის <<შინაგან რუქაზე>> და არა ობიექტურ ჭეშმარიტებაზე.

<<ჩვენი რუქა>> – ეს არის სიცოცხლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ჩვენი აზრები დაკავშირებულია ამ უჩინარ ენერგიებთან და ისინი საზღვრავენ იმას, რასაც მოგვიანებით აყალიბებენ ეს უჩინარი ენერგიები. აზრი პირდაპირი გაგებით, სამყაროში გადაარჩევს ნაწილაკებს ნაწილაკებზე, რათა შექმნას ფიზიკური რეალობა. მიმოიხედეთ გარშემო, რასაც ფიზიკურ რეალობაში ხედავთ დაიწყო როგორც იდეა – იდეა, რომელიც იმის მიხედვით თუ როგორ აზიარებდნენ და გადმოსცემდნენ, გაიზარდა იმდენად, რომ რამდენიმე ეტაპის გავლის შედეგად ფიზიკური ობიექტი გახდა.

ფაქტობრივად, თქვენ ხდებით ის, რაზეც ფიქრობთ ყველაზე მეტად… თქვენი ცხოვრება იქცევა იმად, რისიც გჯერათ ყველაზე მეტად.

სამყარო – სარკეა პირდაპირი მნიშვნელობით, რომელიც  ფიზიკურ დონეზე გაიძულებთ განიცადოთ ის, რასაც თვლით ჭეშმარიტად, სანამ არ შეიცვლით შეხედულებას.

 

კვანტური ფიზიკა იმის დემონსტრირებას აკეთებს , რომ გარემომცველი სამყარო – არც ისე მყარი და შეუცვლელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, ეს არის რაღაც მუდმივად ცვალებადი, მორგებული ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ აზრებზე.

ჩვენ რასაც ვთვლით ჭეშმარიტებად, სინამდვილეში – ილუზიაა, თითქმის საცირკო ილეთია. საბედნიეროდ, ნელ-ნელა დავიწყეთ ამ ილუზიის გახსნა და რაც მთავარია, მისი შეცვლის შესაძლებლობის ძიება.

და რისგან შედგება თქვენი სხეული? ადამიანის სხეული შედგება  ცხრა სისტემისგან, მათ შორის სისხლისმიმოქცევის, საჭმლისმომნელებელის, ენდოკრინული სისტემის, კუნთების, ნერვული, რეპროდუქტიული, სასუნთქი, ძვლოვანი და საშარდე გზისგან.

რისგან შესდგებიან ისინი?
ქსოვილებისგან და ორგანოებისგან.
რისგან შესდგება ქსოვილები და ორგანოები?
უჯრედებისგან.
რისგან შესდგება უჯრედი?
მოლეკულებისგან.
რისგან შესდგება მოლეკულები?
ატომებისგან.
რისგან შესდგება ატომები?
სუბატომური ნაწილაკებისგან.
რისგან შესდგება სუბატომური ნაწილაკები?
ენერგიისგან!

თქვენ და მე – ეს სუფთა ენერგია-სინათლე ვართ, მისი ყველაზე მშვენიერ და გონიერ გადაწყვეტაში. ზედაპირქვეშა ენერგია მუდმივად ცვალებადია, მაგრამ – თქვენი უმძლავრესი ინტელექტის ზედამხედველობის ქვეშ.

რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა მძლავრი ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ, დარწმუნდებოდით –შესდგებით ბლანტი ცვალებადი ენერგიისგან რომელსაც აქვს ელექტრონების, ნეიტრონების, ფორინების და ა.შ.  სახე. ასევე ის ყველაფერი, რაც გახვევიათ გარშემო.

კვანტური ფიზიკა გვეუბნებასწორედ რომ დაკვირვების აქტი ობიექტს აიძულებს იყოს იქ და იყოს ისეთი, სად და როგორსაც დამკვირვებელი ხედავს. ობიექტი არ არსებობს დამოუკიდებლად, თავისი დამკვირვებლის გარეშე!

თქვენი დაკვირვება, მიმართული ყურადღება და გადაწყვეტილება პირდაპირი მნიშვნელობით, ქმნის მოცემულ ობიექტს. ეს მეცნიერულად არის დასაბუთებული.

ადამიანი შედგება სულისგან, გონისგან და სხეულისგან. თითოეული, ამ სამი ელემენტიდან ასრულებს ფუნქციას, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ მისთვის და მიუწვდომელია სხვისთვის. ის, რასაც ხედავს თვალები და გრძნობს სხეული – ეს ფიზიკური სამყაროა, რომელსაც ჰქვია სხეული. სხეული – ეს ეფექტია, რომელიც გარკვეული მიზეზით შეიქმნა. ამ შემთხვევაში მიზეზიაზრია.

სხეულს არ შეუძლია შექმნას, ის მხოლოდ გრძნობს. ეს მისი უნიკალური ფუნქციაა.

აზრს არ შეუძლია იგრძნოს… მას შეუძლია გამოიგონოს, შექმნას და ახსნას.

იმისათვის რომ აღიქვას, აზრს სჭიდება ფარდობითობის სამყარო (ფიზიკური სამყარო, სხეული)…

სული არის ყველაფრის არსი.

სიცოცხლისთვის სული იძლევს – აზრს და სხეულს. თუმცა კი, გვაწვდის ისეთ ილუზიას, რომ სხეულს ხელეწიფება შექმნა, მაგრამ ეს ილუზია ბევრი იმედგაცრუების მიზეზი ხდება. სხეული – ეს მხოლოდ შედეგია და მის ძალაუფლებაში არ არის გახდეს მიზეზი ან შექმნას რაიმე.

ყველა ამ ინფორმაციის გასაღებს წარმოადგენს გახსნას კარები, დაგვანახოს სამყარო სხვა კუთხით, რათა მიგვახვერდროს თუ როგორ უნდა  შევასხათ ხორცი ყოველივე იმას, რაც ჩვენს ჭეშმარიტ სურვილს წარმოადგენს.

©John Assaraf

თარგმანი

წარმატების ექსპერტი და პერსონალური ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment