fbpx

რატომ გვიჭირს კომპლიმენტის მიღება?

ავტორი Ann
268 ნახვა

 

კომლიმენტი ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, თუმცა ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი ამ დროს უხერხულად გრძნობს თავს. საინტერესოა რა არის ამის მიზეზი?

 

გამოცემა Inc.com-ის განმარტებით უხერხულობის მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა. მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არც ისე კარგი გარეგნობა გაქვთ და უცებ ვიღაც გეუბნებათ კომპლიმენტს სწორედ გარეგნობასთან დაკავშირებით თქვენ შესაძლოა იფიქროთ, რომ  ეს ტყუილია და თავი უხერხულად იგრძნოთ. საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და ეჭვები იწვევს იმას, რომ გარშემომყოფთა და თქვენი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს თვითშეფასების მხრივ პრობლემას გიქმნით.

 

ამიტომ ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად თვითკრიტიკული რათა არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან წარმატება სწორედ თვითრწმენიდან იწყება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment