fbpx

კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგია

ავტორი admin
2,029 ნახვა

თუ თქვენ წარმატების მიღწევა გინდათ, შეეცადეთ წარმატებულად გამოიყურებოდეთ!

პირველ და ყველაზე მტკიცე წარმოდგენას ადამიანზე ტანსაცმელი ქმნის.

იცოდით, რომ გაკოტრებულმა ნაპოლეონ ჰილმა პირველი რაც გააკეთა სესხით სამი ძვირადღირებული შარვალ-კოსტუმი შეიძინა. იგი იხსენებს:

“ვერც მოვასწარი ახლებში გამოწყობა, როდესაც დამიბრუნდა საკუთარი თავის რწმენისა და წარმატების შეგრძნება. ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით ახალ კოსტუმს ვიცმევდი და ვითომ „შემთხვევით“ იმ დროს დავდიოდი ერთი და იმავე ქუჩაზე, როდესაც ვიღაც მდიდარი გამომცემელი ლანჩზე დადიოდა ხოლმე. მე ყოველ დღე ვესალმებოდი მას და ზოგჯერ ერთი -ორი წუთით სასაუბროდაც ვჩერდებოდი. ერთ დღეს მან მკითხა, თუ რომელ ბიზნესში ვიყავი. მისი ცნობისმოყვარეობა, ყოველდღიურმა ახალმა კოსტუმებმა გააღვივა. ახალი ჟურნალი უნდა გამოვცე, რომელსაც „ჰილის ოქროს წესი“ ერქმევა – ვუპასუხე მე. მან შემომთავაზა დახმარება, რადგან ისიც ჟურნალების გამოცემით იყო დაკავებული.

მეც სწორედ ამ მომენტს ველოდებოდი და სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც ახალ კოსტუმებს ვყიდულობდი. ეს საუბარი არასოდეს შედგებოდა, გამომცემელს მე რომ ყოველდღიურად დამარცხებული სახით, დაკუჭული კოსტუმით და თვალებში სიღარიბის გამომეტყველებით დავენახე.

ლამაზი გარეგნობა, არა მარტო სხვებზე ახდენდა სასურველ შთაბეჭდილებას, არამედ ჩემზეც – ის მე საკუთარი თავის რწმენას მინერგავდა, რის გარეშეც მე დაკარგული ქონების დაბრუნების იმედი ვერ მექნებოდა. მე მინახავს რამოდენიმე კარგად ჩაცმული მოვაჭრე, რომელმაც თავის სფეროში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ერთხელაც არ მინახავს ცუდად ჩაცმული ადამიანი, რომელიც ვარსკვლავად იქცა ვაჭრობის დარგში. სწორედ ამაშია კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგია.”

წყარო: “Business Inteleqtika”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment