1.8K
თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი ყოველდღე, უბრალოდ ამ ბედნიერებას შემჩნევა სჭირდება. მთავარი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ არის ის, რომ გონება მომართოთ პოზიტივზე.
როგორ მოვახერხოთ მხოლოდ პოზიტივზე კონცენტრირება?
საუკეთესო გზა ამისთვის ჩანაწერების გაკეთება გახლავთ.
აიღეთ ფურცელი და კალამი და დაწერეთ 3 პოზიტიური რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება. თუნდაც ეს ძალიან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ.
ეს ჩანაწერი გააკარით ისეთ ადგილას, რომ მისი დანახვა ყოველ დილით შეძლოთ.
გონება ისეა მოწყობილი, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვება გაღვიძებისას მიღებული ინფორმაცია. ასე თქვენ შეძლებთ პოზიტივზე კონცენტრირებას და ნებისმიერი შესაძლებლობის დაჭერას, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებთ.
იმოქმედეთ 🙂
ახლავე