“ადამიანთა ყოველგვარ ფიზიკურსა და გონებრივ სხვაობას თან სდევს რაღაც ბედისწერა. სწორედ ისეთი ბედისწერა, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე არ სცილდება და წარმართავს მეფეთა მერყევ ნაბიჯებს. უმჯობესია ადამიანი არაფრით გამოირჩეოდეს სხვებისგან. ბედი ამქვეყნად მახინჯებსა და თავცარიელებს უფრო სწყალობთ. მათ შეუძლიათ სრულიად მშვიდად ისხდნენ და პირდაღებულნი შესცქეროდნენ ამქვეყნიურ წარმოდგენას.”
“თუ ვინმე ძალიან მიყვარს, მის სახელს არავის ვუმხელ: თითქოს ამით ჩემთვის უძვირფასესი არსების რაიმე ნაწილს მათ ვუზიარებ.”
“ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისათვის.”
“ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თვითონ გვაქვს.”
“გავლენის მოხდენა ადამიანზე ნიშნავს, მთლიანად მას გადასცე შენი საკუთარი სული. მაშინ ის არც ფიქრობს და მის არსებაში ჩასახული გრძნობებით იწვის. ვერც უამრავ კეთილ საქმეს და სათნოებას მიიჩნევს თავისად. ხოლო ცოდვები, თუ წარმოიდგენთ, რომ ისინი საერთოდ არსებობს, უეჭველად ნასესხებია.”
“ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა. სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა. აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. ჩვენს დროში ხალხს საკუთარი თავისა ეშინია. მათ აშკარად დაავიწყდათ, რომ ყველაზე დიდი მიზანი საკუთარი თავის წინაშე ვალდებულებაა. რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, ისინი გულმოწყალენიც არიან. ლუკმას არ იშურებენ მშიერთათვის და მაწანწალებს მოსავენ. მაგრამ სწორედ აი, ამ დროს მათი საკუთარი სულის სიშიშვლე აკრთობს ადამიანის გონებას, რადგან თვით ენით აღუწერელ შიმშილს განიცდის.”
“ადამიანი ერთხელ სცოდავს და სწრაფვა შეცოდებისა მაშინვე იხშობა სულში, რადგანაც თვით მისი განხორციელება თავისთავადი გზაა განწმენდისკენ.”
“გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.”
“ამერიკელი ქალიშვილები ისე ჭკვიანურად და მოხერხებულად მალავენ თავის მშობლებს, როგორც ინგლისელი ქალები თავიანთ წარსულს.”
“სამყარომ მშობიარე ქალის მძიმე ტკივილები უნდა გამოსცადოს, რათა თუნდაც სრულიად უბრალო ყვავილმა გაახილოს ამქვეყნად თვალი.”
“მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ. ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება.”
“ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვით განიცდის. აი, რას ვუწოდებ მე ვალის მოხდას დიდსულოვნების წინაშე.”
“ხშირად ისიც ხდება, რომ ადამიანი ფიქრობს, თითქოს ის ცდას სხვაზე აწარმოებს და ცდა კი მხოლოდ საკუთარ თავზე მიმდინარეობს თურმე.”
“მინდა ოქროს კვარცხლბეკზე ავიყვანო და ვიხილო, როგორ აღმერთებს სამყარო ქალს, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის.”
“ქალები ყველაზე უძვირფასესს, რაც კი რამ გააჩნიათ ცხოვრებაში, მამაკაცებს სწირავენ.”
“ქალები ამქვეყნიურ უდიდეს იდეალებსა და საქმეებს შთაგვაგონებენ, მაგრამ გამუდმებით ხელს გვიშლიან მათ განხორციელებაში.”
“ჩემს სიყვარულს გულიდან ვერასოდეს ამოიღებთ, რადგან თქვენს თვალში ყველა იმქვეყნიურ ცოდვათა აღმსრულებელს წარმოვადგენ, რომელთა ჩასადენად თქვენ თვითონ გამბედაობა არ გყოფნით.”
“თუ ქალი მეორედ თხოვდება ეს იმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა. ქორწინებაში ქალი ბედს ეძიებს, მამაკაცი კი მუდამ რისკს ეწევა.”
“ერთადერთი, ვის აზრსაც ვუსმენ და პატივს ვცემ, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ადამიანები არიან. ისინი გაცილებით წინ წავიდნენ. ცხოვრებამ თავისი უკანასკნელი საოცრებანი მხოლოდ მათ წინაშე გამოააშკარავა.”
ოსკარ უაილდი, “დორიან გრეის პორტრეტი“