916
ასაკი მართლა მხოლოდ ციფრები ყოფილა… ბედნიერება კი წლებთან ერთად ნაგროვები მოდის…
ჯანსაღი და გულწრფელი ურთიერთობებით მდიდარი, თავდაჯერებული მიზნებით, მყარი სურვილებით, გააზრებული ნაბიჯებით, რადიკალური გადაწყვეტილებებით… ერთგულებით, პატივისცემით, სიყვარულით, ღირსებით…
ეტაპი, როდესაც ვიცი რა, რატომ და როგორ!
მჯერა მხოლოდ ნამდვილის და ვაფასებ მხოლოდ ფასეულს!
მოწონება – მომწონს და სიყვარული – მიყვარს!
ყველაზე რთული სამართავი ყოფილა ტრაგიზმის საშიში სიჩუმე, და ბედნიერების ემოციური ფეიერვერკი, მაგრამ უნდა მოერიო ორივეს!
და თუ არ წაიქეცი, გამართულად ვერასდროს გაივლი
ცხოვრება გვასწავლის, გვზრდის, გვაყალიბებს… და ნამდვილ გზას გვიჩვენებს… ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვა გზა, რომელიც ჩემია…
ლელა ციხისელი