შენ არ უნდა იფიქრო მუდმივად იმაზე, რისგანაც გინდა გათავისუფლდე, ეს ნეგატიური მიმართულებაა ფიქრისა.
შენ უნდა იფიქრო იმაზე, რა გინდა, რა გჭირდება, რა გაგახარებს და რა გაგაბედნიერებს ისე, რომ სხვა არ დაზარალდეს.
ძლიერ, გონიერ, პრაქტიკულ, მშვიდ, კეთილ და წინდახედულ ადამიანს თავად შეუძლია მართოს თავისი ბედი. იმისათვის რომ ბედნიერი იყო, ჯერ მწარე რეალობას უნდა გაუსწორო თვალი, სწორად შეაფასო საკუთარი თავი და ზუსტად უნდა მიხვდე რა არის საჭირო შენი ცხოვრებისთვის, რა გაგაბედნიერებს, ამის შემდეგ დაიწყება შენი აღმავლობა.
არასოდეს იფიქროთ, რომ დიდი ფული და ქონება გაგაბედნიერებთ. ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც დიდი ფული იშოვა და ბედნიერია.
ბედნიერება სულიერებაშია, ბედნიერება ჩვენშია, ადამიანი იბადება ბედნიერების კოდით, მთავარია მიაგნოთ ამ კოდის გასაღებს.
ერთ მდიდარ ოჯახს ვიცნობ, შვილი არ ჰყავდათ, ყველაფერი გააკეთეს, არ დატოვეს ექიმები, ექსტრასენსები და მკითხავები, არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ბავშვი აიყვანეს და გაზარდეს, ბედნიერად ცხოვრობდნენ თვრამეტი წელი, ახლაც ვერ ხვდებიან, სად რა შეცდომა დაუშვეს, ხუთი წელია ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და სიკვდილს ნატრობენ.
ეს იმას არ ნიშნევს, ბავში აღარ იშვილო, მაგრამ პასუხისმგებლობა, რომელსაც შენ აიღე, ბოლომდე დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი გადაწყვეტილება სწორი და მართებულია.
შენი სხეული შენი აზროვნების პროდუქტია.
აზროვნებ სწორად, ცხოვრობ სწორად, მოქმედებ სწორად, ფიქრობ სწორად, ხარ კეთილი, არავის ერჩი, სხვისი ჯიბრით არ გინდა ბედნიერება, ხარ პოზიტიური და ფიქრობ, ვის როგორ დაეხმარო შეძლებისდაგვარად, მაშინ შენ ბედნიერიც ხარ და ჯანმრთელიც.
სისხლხორციელად იცოდე შვილი შენი სხეულის ნაწილია.
გიორგი ჯაჯანიძე