მე მიყვარს ლოდინი. შენ დროებით ხარ მეფე.
რა საოცარია…
არ მახსოვს როდის გნახე პირველად… არც ის მახსოვს რას მელაპარაკებოდი.
მახსოვს მხოლოდ შეგრძნებები – ჯერ დაბნეული გიყურებდი, მერე უცნაურად ავფორიაქთი, მოსვენება დავკარგე, მინდოდა მალე წავსულიყავი, ასე მეგონა ჩემი გულის ცემის ხმას გესმოდა…
მერე, დროის შეგრძნება დავკარგე და ხმამაღლა ვიძახდი – მე მიყვარს ლოდინი. ადამიანები ვერ იგებდნენ რას ვამბობდი და გაოცებულები მეკითხებოდნენ, როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდეს ლოდინიო.
ერთხელ შენთანაც ვთქვი, შენ რა თქმა უნდა ვერაფერს მიხვდი, ან არ გინდოდა მიმხვდარიყავი, ან მიხვდი და შეგეშინდა. წესით, არ უნდა იყო მშიშარა.
დიდ საქმეს ვარ მოჭიდებული, წიგნზე ვმუშაობ. თუ რამე ხდება ჩემს შეგრძნებაში და სულიერ სამყაროში, ძალიან მეხმარება წერა.
ყველაფერს რასაც ვაკეთებ და გავაკეთბ, ეს იქნება წიგნისთვის.
ყველა დიდება სიცოცხლეში დაკარგულია.
დაბადება მზადებაა სიკვდილისათვის. შენ დროებით ხარ მეფე.
ჰო და… ნეტა მართალა შემიყვარდი თუ მუზად მჭირდები წიგნისთვის.
ჩემთვის ორივე კარგია. მე მიყვარს ლოდინი.