fbpx

 თუ ასაკით უმცროსს ხვდებით…

ავტორი Ann
118 ნახვა

ასაკით ბევრად უმცროსი მეგობარი მამაკაცი ან ქალი დღესდღეობით აღარავის უკვირს, რადგან პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა მორალური საკითხის გარდა არსებობს რამდენიმე სერიოზული ფაქტორი.

 

თუ ასაკის ბევრად უმცროს ადამიანს ხვდებით გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, ვიდრე სერიოზულ ნაბიჯზე იფიქრებთ:

 

სოციალური აქტივობა – ახალგაზრდებს მოსწონთ სოციალური აქტივობა, საზოგადოებაში ტრიალი, ბევრი ხალხის გარემოცვაში ყოფნა, გართობა. ეს ყველაფერი უფროსი ასაკის ადამიანებს, როგორც წესი, მობეზრებული აქვთ და რთულია ახალგაზრდას გაუგოს.

 

გამოცდილება – ახალგაზრდა შეიძლება იყოს გონიერი, ჭკვიანი, მჭევრმეტყველი და ძირითად შემთხვევაში მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება ურთიერთობაში, არ იცის როგორ უნდა მოუფრთხილდეს საყვარელი ადამიანის გრძნობებს.

 

შესაძლოა თქვენგან ძალიან ბევრს მოითხოვდეს – ახალგაზრდას სავარაუდოდ ექნება მოთხოვნა იყოთ ფინანსურად უზრუნველყოფილი, გამოცდილი, ზრდილობიანი, გამგები. მას თქვენგან სტაბილურობა ენდომება.

 

შესაძლოა თქვენ გქონდეთ ბევრი მოთხოვნა – გავრცელებული სტერეოტიპების თანახმად ახალგაზრდა ადამიანი არის მხიარული, თავისუფალი, უკომპლექსო. შესაძლოა ამას მოელოდეთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ იყოს ასეთი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment