არ შეეჩვიოთ ერთმანეთს…ეს არც თუ ისე რთულია…
როცა ერთმანეთს ვეჩვევით, ერთად ყოფნის სურვილი თავისუფალი არჩევანის ჯანსაღ განცდას კარგავს და ავადმყოფურ მიჯაჭულობაში გადადის….
არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან
როცა ეჩვევი იმ თვალით ვეღარ უყურებ, როგორც ადრე…თითქოს ადამიანი იგივეა, თვალებიც, ხმაც, ქცევაც, თუმცა შენი მისადი დამოკიდებულება სულში ვარდების ყვავილობას აღარ იწვევს.
არ შეეჩიოთ ერთმანეთს, რადგან შეჩვევისას ვკარგავთ ერთმანეთით აღფრთოვანების უნარს…ყველაზე საოცარი რამ შეიძლება გახდეს ჩეულებრივი, თუ მას გააჩეულებრივებ.
არ შეეჩვიოთ, რადგან მონატრება ამოვარდება დღის წესრიგიდან და ის რაც არასოდეს მოგენატრება ყოფითობის თაროზე გადაინაცვლებს და მონატრების სურვილი სხვაგან იჩენს თავს.
ამისათვის, თქვენ სერიოზულად მოგიწევთ საკუთარი თავით და ურთიერთბით დაკავება:
*ცვალეთ საკუთარი „მე“ ები და ნუ შეგეშინდებათ გახელოვნურების, რადგან გაბრაზებულიც, პოეტურიც, ქარიზმატულიც, დაბნეულიც, შეყვარებულიც, ლირიულიც, სევდიანიც – ეს ყველა თქვენ ხართ – უბრალოდ მიეცით თავს უფლება იყოთ ის ვინც ხართ.
*სხვადასხვაგვარი საკეთებლით დაკავდით – ითამაშეთ ფეხბურთი, გამოაცხვეთ რაიმე, იცეკვეთ, დალაშქრეთ მთები, მოაწყვეთ პოეზიის საღამოები….
*გაუზიარეთ ერთმანეთს გრძნობები და განცდები და აღარასოდეს მოუბრუნდეთ მათ – ეს მოგცემთ საშუალებას სიტუაციებში არ ჩარჩეთ.
*ეძებეთ ერთმანეთში საუკეთესო და საღამოობით ერთმანეთს გაუზიარეთ დაკვირვების შედეგები – ერთმანეთის 10 დღევანდელი პოზიტივი.
*როცა ერთმანეთზე გაბრაზდებით, 50–მდე დაითვალეთ – შემდეგ 3 საუკეთესო საქციელი გაიხსენეთ და თუ მაინც მოგინდებათ გამოხატვა, – თქვით ყველაფერი.
ოღონდ მხოლოდ იმისათვის , რომ გამოუშვათ გარეთ წყენა, რათა გული ისევ მზად იყოს უყვარდეს თავდავიწყებით
ავტორი: ხათუნა მუზაშვილი