ადამიანის ემოციები და საქციელი მის შესახებ ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება. ნამდვილი და ყალბი ემოციის განსხვავება სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც შესაძლოა თქვენ გგონიათ. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ შემთხვევას ადამიანების ამოსაცნობად:
ღიმილი – გულღია, ნამდვილი ღიმილის დროს თვალისა და ტუჩების გარშემო ნაოჭები ჩნდება. თუ თვალის გარშემო ნაოჭი არ გაჩნდა ეს ყალბ ემოციაზე მიუთითებს. გარდა ამისა, როდესაც ღიმილისას ადამიანის ემოცია ნამდვილია მას თვალები ენამება და ნერწყვის ყლაპვა უხშირდება.
მისალმება – თუ მისალმებისას ადამიანი ხელს მაგრად გართმევთ ეს ნიშნავს, რომ თქვენს წინ ექსტროვერტია, რომელსაც უყვარს ემოციების გულღიად გამოხატვა. თუ ადამიანი ხელს მხარზე გადებთ, თქვენს წინ მანიპულატორი დგას.
ინტერნეტის გამოყენება – რაც უფრო ხშირად ამოწმებს ადამიანი სოციალურ ქსელებს, მეილს ან ახორციელებს სხვადასხვა მანიპულაციებს ტელეფონში მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მას მარტოსულობისკენ აქვს მიდრეკილება და თავის გარიდებას ცდილობს.
სელფი -თუ ე.წ. სელფის გადაღებისას ადამიანს ტელეფონი წინ ცოტა დაბლა უჭირავს, მას გარშემომყოფებთან პოზიტიური ურთიერთობა აქვს.
სუფრასთან – ადამიანი, რომელიც თეფშზე საკვებს პატარა ნაჭრებად ჭრის მიდრეკილია ხანგრძლივი ურთიერთობისკენ; ადამიანი, რომელიც გასტრონომიულ შედევრებსაც კი ერთ მთლიანობად აქცევს ძლიერი ხასიათისაა, საკუთარ თავზე ბევრ რამეს იღებს და სხვათაშორის ასრულებს.
საუბარი – თუ საუბრისას ადამიანი ხშირად იყენებს ნაცვალსახელს „მე“, ის სიმართლეს ამბობს, თუმცა შესაძლოა ის მიდრეკილი იყოს ეგოცენტრიზმისკენ.
პოპკორნის ჭამის ხელოვნება – თუ ადამიანი პოპკორნს სათითაოდ მიირთმევს, ის ინტროვერტია, ექსტროვერტები რამდენიმეს ერთდროულად მიირთმევენ.
სასმლის მირთმევა – თუ ადამიანი ყავის ან ნებისმიერი სასმლის მირთმევის დროს ჭიქაში იხედება ის მიზანდასახული ადამიანია. ვინც სადღაც სივრცეში იხედება მგრძნობიარეა და ზოგჯერ უყურადღებო, ხოლო თუ ადამიანი დახუჭული თვალებით სვამს მას დეპრესია აქვს.