მოაწესრიგეთ მოსაწესრიგებელი…
დაალაგეთ დასალაგებელი…
მიოცილეთ მოსაცილებელი, უვარგისი და გამოუსადეგარი…
გაუშვით გასაშვები…
აპატიეთ და დაივიწყეთ…
გააჩუქეთ, „წერტილი დასვით“, ისე უბრალოდ ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, თუ ამის გაკეთებას ისედაც იცით, რომ არ აპირებთ…. უსასრულოდ შეიძლება გაიხსენო და დაწერო, თუ რამდენი მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები დაგროვდება ცხოვრებაში.
გაქვთ თუ არა წარსულში დაუსრულებელი საქმეები?
პროექტები, რომლებიც დაიწყეთ და ბოლომდე ვერ ან არ მიიყვანეთ, იგემეთ წარუმატებლობა და თავი დაანებეთ. ატარებთ თუ არა ტკივილს, წყენას, ბრაზს, გრძნობ თუ არა თავს მიტოვებულად – დაშორდით, გაშორდით, მაგრამ არ უშვებთ ემოციურად. მსგავს საკითხებთან ენერგრტიკულად ხართ მიჯაჭვულები და სანამ აწმყოში ცხოვრობთ წარსულის ტვირთით, თქვენ იქნებით მუდმივად იმის განცდაში, რომ რაღაც ხელს გიშლით, გზღუდავთ, ერთ ადგილს ტკეპნით, თქვენი საქმეები არანაირად არ მიდის წინ, ცხოვრებაში არ ხდება რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი…
დაფიქრდით, ჩაიხედეთ გულში და თუ, ეს ასეა, მაშინ ვერ შესძლებთ გაშლილი ხელებით და ღია გულით შეეგებოთ სიახლეებს, მომავალს, თქვენს მომავალს.
როცა იწყებთ რაღაც საქმეს, უთანხმდებით ვინმეს ან გეგმავთ რაღაც ცვლილებებს ცხოვრებაში, თქვენ ამით ინფორმაციულად ტვირთავთ თავს, ქმნით ენერგიას და სანამ ამ ყველაფეს არ მიიყვანთ ბოლომდე, ისინი გამოგაცლიან სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიას.
ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს. თქვენ შეგიძლით რამდენიმე საქმეს ერთად მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ ყოველი ახალი დაპირება, შეთანხმება ან ნებისმიერი რამ, ითხოვს გამუდმებით ცოტა ცოტა ყურადრებას და დამატებით ძალისხმევას. საქმეები და დაპირებები უნდა დაასრულოთ, რათა ახალს გამოუნთავისუფლოთ ადგილი და შემოუშვათ.
საიდან მოდის ამდენი დაუსრულებელი საქმე?
- დაუსრულებელი გრჩებათ საქმეები, რომლებშიც თქვენ გეპარებათ ეჭვი (შეძლებთ ან გააკეთებთ თუ არა).
- როცა „გასაკეთებელთან“ დაკავშირებით გარკვეული ემოციური და ფსიქოლოგიური ბლოკები გაქვთ.
- როცა არ გყოფნით ცოდნა, გამოცდილება.
- არ გაქვთ განსაზღვრული, თუ რა და როგორ გააკეთოთ.
- არ იცით როგორ იმუშაოთ სწორად.
საქმის დაწყებისას დასრულება უნდა იყოს გათვიცნობიერებეული. დასრულებისას კი კითხეთ თავს -კიდევ რა არის საჭირო საქმის სისრულეში მისაყვანად? მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გააზრებულად გადადგათ შემდეგი ნაბიჯი და დააფიქსიროთ – საქმე ბოლომდეა მიყვანილი. იყავით დარწმუნებული 5 ბოლომდე მიყვანილი საქმე, მოახდენს გაცილებით მეტ შთაბეჭდილებას ვიდრე, 15 საქმე რომელიც დაწყებული გაქვთ ან მიყვანილი გაქვთ საქმე ნახევარზე.
არის შემდეგი მეთოდი გაერკვე მიმდინარე საქმეებში.
- გააკეთო
- გადააბარო
- გადადო
- მოიცილოთ
შეიძლება მოვიყვანო ჩემი მაგალითი:
პირადად ბევრი წერილი მომდის და ყოველთვის მაქვს პრობლემა მათ გახსნაზე, წაკითხვაზე და პასუხების გაცემაზე. მიიღებთ თუ არა წერილს ელ-ფოსტაზე იქვე განსაზღვრეთ გამოგადგებათ თუ არა და გახსნით თუ არა მას ოდესმე? თუ არა, მოიცილეთ, მისწერეთ და გაეწერეთ გზავნილებიდან ეგრეთვე.
„დაუმთავრებლობა“ არსებობს არა მარტო საქმეში, არამედ უმრავლესობა სახლებში:
უვარგისი ქაღადები და გაზეთები, შეკუჭული და კარგად შეფუთული ტანსაცმელი, სათამაშოები, პირადი, უსარგებლო და დაძველებული ნივთების გროვა. ყველგან საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ძველი გამოუსადეგარი ნივთები.
გვინდა კი ეს „ხლამი“? რა თქმა უნდა, არა!
ერთ-ერთი თვისება ენეგიის თავისუფალი დინების ჩვენგან და ჩვენსკენ, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ცხოვრებაში და წარმატების მიღწევაში – გაანთავისუფლო შენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი უწესრიგობისგან, რომელიც გონებას ტვირთად აწევს.
მაგალთად:
გადახედეთ თქვენს გარდერობს. თუ შიგნით აღარ არის ადგილი, თუ პერანგები და კაბები უნდა ჩატენო და გამოგლიჯო მთელის ძალით კარადაში, ეს არის ერთ ერთი მიზეზი რომ არ უნდა იყიდო მეტი ტანსაცმელი.
თუ თქვენ რომელიმე ჩასაცმელს უკვე ერთ წელია არ იცმევთ ან საერთოდ არ ჩაგიცვამთ – მოიცილეთ ისინი. გამონაკლისს წარმოადგენს სეზონური ტანისამოსი ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, საღამოს კაბა…
თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს რამე კარგი და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოს ცვლილებები – გაანთავისუფლეთ მათთვის ადგილი… და არა მხოლოდ კარადაში, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტშიც.
თუ გინდათ შეხვდეთ თქვენს „პრინცს“, გაუშვით ყოფილი (აპატიეთ და დაივიწყეთ ძველის არსებობა), რომელსაც აღარ ხვდებით უკევ 5 წელია მაგრამ, თქვენ მაინც მისტირით… თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ახალი საინტერესო პიროვნება რომელიც შეგხვდებათ, თქვენი ქვეცნობიერიდან დაუყონებლივ მიიღებს იმპულსს: „ეს ქალი ვიღაცაზეა ძალიან მიჯაჭვული. ის, ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი“… და ჩაიარა „ბედმა“ …
ეჭიდებით რა წარსულ წყენას, შიშებს, დაუსრულებელ საქმეებს, ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს – თქვენ არ გაქვთ იმედი ახლის შეძენის. არ ენდობით სამყაროს, არ ენდობით საკუთარ თავს. უბრალო სიტყვებად რჩება სურვილები, რომ გინდათ გქონდეთ ხვავი და ბარაქა. კი, ცნობიერად ნამდვილად გინდათ და ელოდებით ახალი წლიდან… მაგრამ სამწუხაროდ 🙁 ისინი, შობის და ახალი წლის სურვილებად რჩება.
იცით რატომ?
რადგანაც თქვენამდე არ უშვებთ. სახლის სივრცე, ყველა კუთხე კუნჭული გადავსებულია ძველით და უვარგისით.
სად არის მისი ადგილი?
იმისათვის რომ ბედნიერი მომავალი გამოვლინდეს აწმყოში, უნდა მიიყვანო დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე, უნდა გამოუნთავისუფლო და მოუმზადო სივრცე ახალს.
დღეს სულ ეს იყო.
ამ თემის, დაწერა ამ დღეებში სტუმრად ყოფნის დროს წამოჭრილმა ანალოგიურმა საკითხმა გადამაწყვეტინა. მივხვდი, როგორ ვართ ადამიანები ჩაბღაუჭებულნი – ყუთებში ჩალაგებულ ნივთებს, ვიტრინაში განლაგებულ ჭურჭელს, საყვარელ ძველ კაბას, რომელიც წარსულ მოგონებებს აღძრავს.
რისთვის და ვისთვის ვინახავთ? სტუმრობისას პასუხებში, მოსაზრებებში და შეხედულებებში დავინახე რა განსხვავებაა – წარმატებულ და ჩვეულებრივ ადამიანების აზროვნებას შორის.
თუ ვინახავთ გონებაში – უარყოფით აზრებს იმიტომ რომ „რა იცი რა დრო მოვა?…“. …
რეალში – გამოუყენებელ ნივთებს…
დამერწმუნეთ, ეს ასეც იქნება (მიზიდულობის კანონი). ამით ჩვენ ცხოვრებას ვაპროგრამებთ ცუდ დღეზე. კონცენტრაციას ვაკეთებთ არა სიახლეზე, სიმრავლეზე, ბარაქაზე და ხვავზე, არამედ – ხელმომჭირნეობაზე, სიდუხჭირეზე, ავადმყოფობაზე…. და მერე ვზივართ და გვიკვირს, რატომ?…
წარსულში დარჩენის სურვილი ვერ შეცვლის, ვერავის მომავალს, ეს შეუძლებელია. რადგან მომავლის შენება იწყება დღეს, ამ წუთას… ზოგიერთი კი წარსულიდან ვერ გამოსულა.
სიახლეებისთვის აუცილებელია განთავისუფლდე ძველი, უვარგისი მძიმე ტვირთებისგან და მომავლის შექმნა დაიწყო გაშლილი ხელებით, ღია გულით და წარმატებაც არ დააყოვნებს.
გააცნობიერეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვალია სიახლეების შემოშვება თქვენს ცხოვრებაში. რომ ის სურვილები, რომელიც ასე უხვად გვაქვს ხოლმე სახალწლოდ, ვინმე კარებთან კი არ მოგვიტანს ერთ მშვენიერ დღეს. ყველაფერს ქმნით გონებით და ყველაფერი თქვენსავე ხელშია.
გისურვებთ წარმატებას!
თამარ კვარაცხელია
წყარო: https://zrda.wordpress.com/