fbpx

მოქშა ფეიქარი და სისტემური განლაგების ონლაინ ჯგუფური ვორქშოპი „ბლოკადები და რესურსები“

ავტორი ჟოლო
421 ნახვა
0 კომენტარი
1

29 იანვარს jolo.ge-ს ორგანიზებით ჩატარდება ჯგუფური სისტემური განლაგების ონლაინ ვორქშოპის პრემიერა. სესიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. შესაძლებელია მხოლოდ 10 მსურველის დასწრება.

მოქშა ფეიქარი: ჩატარდება 2 სხვადასხვა განლაგების სესია როგორც ორგანზომილებიანი, ასევე სამგანზომილებიანი სისტემური განლაგების ბორდის აპლიკაციებით.

პირველი სესია ჩატარდება შულც ფონ ტუნის „შინაგანი გუნდის“ პრინციპზე, რომელიც მსურველთა აქტუალურ გადაწყვეტილების მიღების საკითხთან მიმართებაში მათ შინაგან სუბპერსონალიების სტრუქტურებზე იქნება მიმართული.

ჩვენში არის უამრავი ფრაგმენტული პატერნი, – სხეულის პოზიორობით, შესაბამისი ემოციური განცდით, ხმის ტემბრით, თუ სქესით. ამ მეთოდში გავეცნობით ამ შინაგანი სტრუქტურების ურთიერთდინამიკის რესურსულ მხარეს, შესაძლო პოტენციურ სინთეზურ გარდასახვას და მეტამორფოზას.

მეორე სესიის საკითხი იქნება კლაუს გროჩოვიაკის შინაგანი ბლოკადების და რესურსების თემატიკა მიზანთან მიმართებაში, რომელიც 3D განლაგების ბორდით ჩატარდება. მეორე სესიის თემაზე ვიმუშავებთ ერთ-ერთი კონცეპტუალური მეთოდით.

ამ მეთოდით გავეცნობით ჩვენში არსებულ შინაგან პროტოტიპულ ფორმირებებს და მათი ურთიერთთანხლებით შესაძლო ბენეფიტურ ტრანზიციას, გაცნობიერებულობის ქრონოლოგიურ, თუ კომუნიკაციურ და სივრცულ განზომილებებში ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად.

სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება თემების და მეთოდების სხვა ვარიანტების განხილვაც.

🔶 ვორკშოპის სესიებში ჩართულობა ყველასგან იქნება მაქსიმალური, ან კლიენტის ან რეპრეზენტატორის სახით. სცენული როლის რეპრეზენტატორობა ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ბენეფიტურია, რადგან ამ შემთხვევაში ეს არ არის რეპრეზენტატორის პირადი საკითხი  და აქედან გამომდინარე  რეპრეზენტატორს არა აქვს ამ თემასთან მიჯაჭვულობა, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ საკმარისი შინაგანი დისტანცია შეიქმნას ახალი პერსპექტიული აღქმისთვის. ეს შემდგომში ავტომატურად დაეხმარება ყველა როლის წარმომადგენელს ასევე საკუთარ საკითხებთან მიმართებაში.

🔶 რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება თუ ვორქშოპზე მონაწილეობის მსურველებს უკვე რაიმე სახის პრაქტიული გამოცდილება გაქვთ სისტემურ განლაგებსათან, ეს გაუადვილებს პროცესს ასევე ახალბედებს.

მოქშა ფეიქარის ონლაინ განლაგება „ ბლოკადები და რესურსები“

29 იანვარი, 19:00 სთ

ფასი 155 ლ

დარეგისტრირდი https://bit.ly/35oy1lI

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL

მიმღები შპს ჟოლო

დანიშნულება: კურსის საფასური.

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი