გისაუბრიათ როდესმე გარდაცვლილ წინაპართან? მოგისმენიათ მისი ტკივილი? აღმოგიჩენიათ კავშირი ამ ტკივილსა და იმ რეალობას შორის, რომელშიც თქვენ ხართ? კავშირი, რომელიც თურმე თქვენდაუნებურად გაბრკოლებთ და წინსვლის გზებს გიხერგავთ?
შეხვედრილხართ საკუთარ თავს დაბადებამდე? ან იმ პატარა ბავშვს, რომელიც დღესაც თქვენში ცხოვრობს?
გიგრძვნიათ მისი გულნატკენი და გაბრაზებული მზერა?
გაგიგით მისი ყრუ ყვირილი?..
მისულხართ? გულში ჩაგიკრავთ? დაგიკოცნიათ, პატიება გითხოვიათ?
მიგიღიათ პასუხი მამისგან, რომელმაც სულ პატარა მიგატოვათ და მას შემდეგ არც არასოდეს გინახავთ? ჩახუტებიხართ მას და განგიცდიათ ის სითბო, რომელიც მთელი ცხოვრება გაკლდათ ?
პირისპირ მდგარხართ მომავლიდან დაბრუნებულ მესთან და მოგისმენიათ ის საოცარი ამბები, რომელიც თავს მომავალში გადაგხდებათ?
თითქოს ჯადოსნობებსა და დაუჯერებელ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ ეს სწორედ ის არის რაც მოქშა ფეიქარის სისტემურ განლაგებებზე განვიცადეთ მონაწილეებმა…
მეხსიერების ველში შესულებმა დარღვეული კავშირების გამთლიანება და უპირობო სიყვარულიც ვიგრძენით და
“მოთამაშის” ვერამოთქმული ტკივილის სიმძიმეც.
მოქშა ფეიქარის სისტემური განლაგება , ეს საკუთარი თავის აღმოჩენის, დაფარულის შეცნობის, მისტიურ სამყაროდ აღქმულ რეალობაში მოგზაურობის, გაცნობიერების და განკურნების სამი ჯადოსნური დღეა…
სიყვარულით და პატივისცემით დეა თავბერიძე
მოქშა ფეიქარის ტრენინგი თბილისში – 8,9,10 სექტემბერი, 10:00 – 18:00
სამივე დღის საფასური 255 $
დარეგისტრირდი https://bit.ly/35oy1lI
დაგვირეკე 597997887
მოგვწერე Jolo.ge
შეხვედრის ადგილი “პრანა”, ბახტრიონის 11 ბ
დარეგისტრირდი
ტრენინგი იმართება სამოტივაციო ინტერნეტჟურნალის jolo.ge-ის ორგანიზებით