fbpx

“მოუსმინეთ საკუთარ ხმას, ნუ გაიყვანთ დროს თქვენს გარეშე”

ავტორი ჟოლო
53 ნახვა
0 კომენტარი
0

ის რაც სამყაროში ხდება არის
განსაცდელი,
გამოწვევა,
ტრანსფორმაციის გზა,
გამოცდილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს რაღაც ვისწავლოთ, გავიზარდოთ, შევცვალოთ ჩვენი ღირებულებები და რაც ყველაზე მთავარია გავიცნოთ საკუთარი თავი და გავაგრძელოთ ცხოვრება ისე რომ კავშირში ვიყოთ ჩვენს გულთან, გონებასთან, სხეულთან, საკუთარ ადამიანურ ბუნებასთან.

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გაცნობიერება ამ პერიოდში არის ის რომ, დავფიქრდეთ, – როგორი უნდა იყოს ადამიანი მომავალში?!

ნებისმიერი დაბრკოლება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გავიზარდოთ, თვითიზოლაცია კი საუკეთესო პერიოდია იმ ემოციების გამოსახატავად, რომელსაც მთელი ცხოვრება ჩვენთვის ვინახავთ. ჩვენ სამყაროს როგორც არასდროს ისე ჭირდება სიყვარული 

უთხარით საყვარელ ადამიანებს, თუ როგორ გიყვართ ისინი და გამოიყენეთ ნებისმიერი მომენტი რომ გამოხატოთ სითბო.
გამოხატეთ!
მოეფერეთ!
ჩაეხუტეთ!
სითბო და სიყვარული გაზიარებით იზრდება, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ იმაზე ფიქრს რა გვეშველება და რა იქნება მომავალში, უფრო ნაკლები დრო რჩება იმისთვის რომ ეს ვაკეთოთ.
მოუსმინეთ საკუთარ ხმას, ნუ გაიყვანთ დროს თქვენს გარეშე.
სამყაროს ჭირდებით ზუსტად ისეთი როგორიც ხართ, ამაშია თქვენი უნიკალურობა.

ნუცა ჯოხაძე, ფსიქოლოგი, ნლპ მასტერი, ტანტრის სპეციალისტი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი