fbpx

ნამცხვარი ღირდა 5 სიტყვა

ავტორი ჟოლო
64 ნახვა

ეს მართლა მოხდა.

ძალიან ჭირდა ცხოვრება. ხშირად ბოთლებსაც კი ვაბარებდით და “ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას” – მხოლოდ ეს სამი სიტყვა გავგზავნეთ იმ ზამთარს მე და დედამ ფოსტიდან რომელიღაც სოფელში.

მერე გზად რაღაც ერთი ნამცეცი, უმწეო ნამცხვარი ვიყიდეთ დარჩენილი ხურდით და სახლში რომ დავბრუნდით, დედამ თქვა, რომ ნამცხვარი თურმე ის ხუთი სიტყვა ღირდა, რომელიც სოფელში არ გავგზავნეთ სანუგეშოდ: “გამხნევდი. რამდენადაც შეძლებ, გახსოვდეს ბავშვები.“

მაია სარიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment