fbpx

ნინო ხარატიშვილი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით ჯილდოვდება

ავტორი ნინო გონგაძე
58 ნახვა

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2016 წელს გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარატიშვილი გახდა.

საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 2016 წლის 8 მაისს, 16 საათზე მიხეილ თუმანიშვილის თეატრში. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ 20:00 საათზე თეატრში წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის პიესა „მრისხანება“, რომელიც თუმანიშვილის და ფრაიბურგის თეატრების კოპროდუქციაა. დაჯილოებაზე დასწრება თავისუფალია. 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment