fbpx

ყველასთვის ცნობილი იოანე არაბული ელექტრონავტების დაჯილდოვებაზე

ავტორი ჟოლო
60 ნახვა
0 კომენტარი
0

ღამის კლუბი „ხიდი“, ელექტრონავტების დაჯილდოვების ცერემონია და იოანე არაბულის ლაივ ჩართვა.  ყველასთვის ცნობილი და ნიჭიერი მომღერალი, ამჯერად DJ-ის ამპლუაში მოგვევლიანა. 

იოანე არაბული უკვე რამდენიმე წელია  საკუთარ, ჟანრობრივად მრავალფეროვან კომპოზიციებს ქმნის.

ეს მელოდიური კომპოზიციები ძირითადად ელექტრონული და ეთნო ელემენტებით არის გაჯერებული.

იოანე,  პირველად „ახალ ხმაში“ გამოჩნდა და როგორც მომღერალმა პოპულარობაც მალევე მოიპოვა. დღემდე ბევრს ახსოვს ქეთათოსთან ერთად მის მიერ შესრულებული ჩარკვიანის სიმღერა „სულს“.  მაშინ  მაყურებლის შეფასება ამგვარი გახლდათ – „ჩარკვიანის შემდეგ ასეთი კარგი შესრულება არ მოგვისმენია“.

მისი  ნამდვილი წარმატებაც „ახალი ხმიდან“ დაიწყო, მაშინ როდესაც პროფესიონალებთან მოუხდა მასტერკლასის გავლა.  ამის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა იოანეს ცხოვრებაში.  „ახალ ხმას“ სხვა უამრავ პროექტში მონაწილეობა მოჰყვა …

ამჯერადაც იოანეს შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს კარგად გამოჩნდა ელექტრონავტების დაჯილდოვებაზე…

როგორც იოანეს თაყვანისმცემლები აღნიშნავენ –  მან  ნიჭით, შრომით და შემართებით მოახერხა და  საკუთარი ცხოვრება შემოქმედებითი კუთხით ძალიან საინტერესო გახადა.

სამომავლოდ მსმენელს იოანესგან ბევრი სიახლე ელის. როგორც მისგან შევიტყვეთ, აპირებს ერთ-ერთ ქართულ წამყვან ლეიბლთან თანამშრომლობას და თავისი ტრეკების გამოშვებას. მომღერლის, ინსტრუმენტალისტის და DJ-ის დიდი სურვილია, რომ პატარა წვლილი მაინც შეიტანოს საქართველოში, მუსიკალური კულტურის განვითარებაში….

https://www.facebook.com/ioanearabulil/

 

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი