fbpx

თქვენი ყოველი დღე სასწაული იქნება – დღე-სასწაული

ავტორი ჟოლო
840 ნახვა

****

თუ აღიქვამთ ცხოვრებას პრობლემად – ის პრობლემა იქნება;
თუ აღიქვამთ ცხოვრებას სასჯელად – ის სასჯელად გადაიქცევა;
თუ აღიქვამთ ცხოვრებას მასწავლებლად – მაშინ ის გასწავლით;
თუ აღიქვამთ ცხოვრებას სასწაულად – თქვენი ყოველი დღე სასწაული იქნება – დღე-სასწაული.

****

თუ ვინმეს დიდხანს უყურებ, აკვირდები – თანდათან მას ემსგავსები. და ეს ისე ხდება, რომ ვერც მოდიხარ აზრზე.
ამიტომ კარგ ვინმეს უყურეთ. კარგ ვინმეს დააკვირდით.

****

გაღვიძებამდე 12 წუთი და გაღვიძებიდან 12 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთი ჰორა (ინდოეთში დროის 24 წუთიანი მონაკვეთი).
თუ გაღვიძებამდე 12 წუთს ვერ აკონტროლებთ, გაღვიძების შემდეგ ის თქვენს მფლობელობაშია. ამიტომ ეს დრო თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენეთ – გაიღიმეთ, იფიქრეთ დადებითზე, ილოცეთ, წარმოთქვით დადებითი აფირმაციები, მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას და გააკეთეთ ის, რაც დადებით ხასიათზე დაგაყენებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა. დროის ეს პერიოდი თქვენი დღის კარიბჭეა. ასე რომ, შედით მასში ღიმილით და პოზიტიურად.

გისურვებთ სიკეთის, სიხარულის და სიყვარულის დღეს!

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment