fbpx

ნუ ართულებთ საკუთარ ცხოვრებას

ავტორი ჟოლო
2.5K ნახვა

პრობლემა არ არის სულიერებაში, არც მატერიალურ ყოფაში;
არც – სამყაროს აღქმასა და არც – კონცეფციებში,
არც – ცოდნაში და არც უცოდინარობაში,
არც დიდში და არც მცირეში,
არამედ იმის გაგებაში, რომ ყველაფერი მარტივად და რაც მთავარია სიყვარულით არის მოწყობილი.

ნუ ართულებთ ცხოვრებას, უფრო სწორედ ნუ ართულებთ საკუთარ ცხოვრებას.
წყლის წვეთში მთელი სამყაროა, მაგრამ ნუ დაიღლით თავს იმაზე ფიქრით, როგორ „დაშალოთ“ წვეთი, რომ იქიდან სამყარო „გამოადნოთ“. დატკბით წყლის წვეთით. მიიღეთ მისგან სიცოცხლე და სილამაზე.
ნუ ნერვიულობთ საკუთარ ცხოვრებაზე, ნუ იკარგებით საკუთარი გონების ლაბირინთებში და ნუ იხლართებით საკუთარი გონების ძაფის გორგლებში.

მიიღეთ საკუთარი ცხოვრება, შეიყვარეთ საკუთარი ცხოვრება და კიდევ უფრო მეტი – მიიღეთ საკუთარი თავი და შეიყვარეთ საკუთარი თავი. უბრალოდ, ყოველი დღე მიიღეთ და ყოველდღე შეეცადეთ გახდეთ უკეთესი და საკუთარი ცხოვრება გახადოთ უკეთესი.
გააკეთეთ ეს სიყვარულით!
ცხოვრება არ არის პრობლემა, ის მშვენიერება და სიყვარულია!

სიყვარულით რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment