fbpx

„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

„მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის.

თუ შენ გსურს, რეალობა მოცემულისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო. შეგიძლია სცადო და სცადო, ბოლოს კი კატა შემოგხედავს და გეტყვის „მიაუ“.
ამაოა გსურდეს, რომ რეალობა განსხვავდებოდეს იმისგან, რაც არის. და თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ასეთ ფიქრს დღეში მინიმუმ ათჯერ მაინც იჯერებ:

„ადამიანები უფრო კეთილები უნდა იყვნენ“,
„ბავშვები კარგად უნდა იქცეოდნენ“,
„ჩემი ქმარი (ცოლი) უნდა მეთანხმებოდეს“,
„მე უნდა ვიყო უფრო გამხდარი (უფრო ლამაზი ან უფრო წარმატებული)“.

ეს ფიქრები მაგალითია იმისა, რომ გსურდეს რეალობა არსებულისგან განსხვავდებოდეს. თუ ფიქრობ, რომ ეს დამთრგუნველად ჟღერს, მართალი ხარ. ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს.” – ბაირონ ქეითი, ნაწყვეტი წიგნიდან “გიყვარდეს ის, რაც არის”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment