fbpx

ნუ მოგატყუებს ადამიანების გარეგნობა და ქცევა…

ავტორი ჟოლო
303 ნახვა

გზა გამოღვიძებისკენ

სერიოზული ადამიანი, როგორც ასეთი, ამ სამყაროში არ არსებობს. ასევე არ არსებობს სერიოზული პროფესიები, ორგანიზაციები და ა.შ ყველაფერი რაც ამ სამყაროშია არასერიოზული და უმნიშვნელოა.
ვინ არის სერიოზული ? იურისტი ? მოსამართლე ? პრემიერ მინისტრი ? პრეზიდენტი ? მასონები ?
წარმოიდგინე ეხლა თუ როგორ მასტურბირებენ ყველა მათგანი საპირფარეშოში და შემდეგ სერიოზული სახით გამოდიან საზოგადოებაში თავიანთი როლის შესასრულებლად. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ თუ რა ფიქრები უტრიალებთ თავში იმ ადამიანებს რომლებსაც აღიქვავთ სერიოზულად. რომ გქონდეს სხვა ადამიანების ფიქრების დანახვის საშუალება, პირველი რასაც გაიფიქრებდი ის იქნებოდა თუ რატომ არის ამდენი გიჟი თავისუფალი. ალბათ მიმიხვდით საით მიმყავს თემა 

“სერიოზული იმიჯი” ამ სამყაროში არის გარკვეული სტრუქტურების მიერ დადგენილი შაბლონი თუ როგორ უნდა იქცეოდეს ამა და ამ პროფესიის ადამიანი. ადამიანი ძალაუნებურად ირგებს ამ ნიღაბს და შემდეგ როდესაც განმარტოვდება ისევ უბრუნდება თავის ნამდვილ მე–ს. ანუ იმ ნამდვილ არასერიოზულ სახეს, რაც არგუნა მას ღმერთმა.
მაგრამ მოდი ცოტა შორს წავიდეთ და მთლიანობაში გადავხედოთ სამყაროს არსს.

როგორ ფიქრობთ სამყარო სერიოზულია ?

ალბათ ხშირად დაგინახიათ სხვადასხვა რელიგიებში ღმერთების ხატები სერიოზული სახით. მაგალითად მართლმადიდებლურ ეკლესიებში იესოს როგორც ღმერთს გამოსახავენ ხშირად მკაცრი და სერიოზული სახით. როდესაც ადამიანი ხედავს ამას, გაუცნობიერებლად ეს ყველაფერი ახდენს მასზე გავლენას და ის იჯერებს რომ ღმერთი სერიოზული პიროვნებაა, რომელსაც ამხელა სამყაროს აქვს ზურგზე მოკიდებული და სერიოზული სახით მსჯელობს თუ როგორ განავრცოს მოვლენები

მინდა გითხრათ რომ ეს არის ტყუილი ! 

შეხედეთ სამყაროს და თუ ცოტა საღი აზრი დაგრჩათ, დარწმუნდებით რომ ღმერთი არამც თუ არასერიოზულია, არამედ იუმორის მამაა და ზუსტად ამ ნიჭზე აქვს აგებული მთელი ეს სამყარო.

ადამიანი რაც უფრო მეტად ცდილობს რომ მოირგოს სერიოზული იმიჯი, მით უფრო მეტად იტანჯება საკუთარ თავში რადგან ის ამით ცდილობს შეცვალის ნამდვილი მე, ანუ მისი ბუნება. ნუ მისცემ ვინმეს ან რაიმეს სერიოზულ და მნიშვნელოვან შეფასებას, მუდამ გახსოვდეს რომ ამ სამყაროში არაფერია სერიოზული.

ნუ მოგატყუებს ადამიანების გარეგნობა და ქცევა. გახსოვდეს რომ შენს გარშემო დადიან გადაცმული კლოუნები. ზოგი იურისტის იმიჯით, ზოგი მღვდელის, ზოგი პოლიტიკოსის და ა.შ : ). იყავი შენც ერთ-ერთი მათგანი, მაგრამ ნუ შეეცდები საკუთარი თავის შეცვლას. იხალისე და გაერთე ამ ცხოვრებით ისე როგორც ბავშვი  სინამდვილეში ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ.

წყარო: გურამი გური ოთხოზორია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment