fbpx

პიროვნული ძალა

ავტორი ჟოლო
834 ნახვა

პიროვნული სიძლიერეში სტრესისადმი მდგრადობა მოიაზრება.

ასე თუ ისე ყველა ისწრაფვის ბედნიერებისაკენ, მაგრამ ძალიან ცოტა თუა კმაყოფილი თავისი შედეგებით. აი უნდოდა ქალს გათხოვება… გათხოვდა კიდეც.  ბედნიერება კი დაიკარგა, წყენებში და პრეტენზიებში. მუდმივად უკმაყოფილო ქმარით ან სხვა რამით.

უნდოდა კაცს წამოეწყო თავისი ბიზნესი, დაიწყო კიდეც – ახლა კი ცხოვრობს მუდმივად დაძაბული და გაღიზიანებული, იმიტომ, რომ ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც მას უნდოდა.

სტრესი ტეხავს, ანგრევს და ანადგურებს ადამიანებს. ის აიძულებს, რომ  გაექცნენ და  დაემალონ მთელს სამყაროს და სანუკვარ ოცნებებზე უარი თქვან… თუკი ქრონიკული სტრესი არ მთავრდება, ადამიანი ავადდება, მკვეთრად იმატებს ან იკლებს წონაში და საბოლოო ჯამში ნადგურდება.

სტრესი შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგანი კონფლიქტით საკუთარ თავთან ან  ისეთი გარე ფაქტორებით, როგორიცაა… რეალური სამყარო, ცხოვრება და სოციუმი…. არის კი გამოსავალი? რა თქმა უნდა არის!!!

პირველ რიგში უნდა დავასრულოთ ომი და მივიღოთ ცვალებადი,  არამდგრადი სამყარო და საკუთარი თავი!

ვისწავლოთ, როგორ  მოვერგოთ და განვვითარდეთ ამ ცვლილებების გათვალისწინებით! მთავარი – სისწრაფეა!!! რაც უფრო მალე მოხდება  განვითარების/ მოქმედებების ახალი მოდელის ჩამოყალიბება და მიღება, მით მალე განთავისუფლდებით უარყოფითი განცდებისგან და გადავალთ ახალ ტალღაზე!

… ამას მოყვება სიბრძნე. ცოდნა რომ, ნებისმიერი ვითარება ადამიანის მონაწილეობის გარეშე არ არსებობს.   ყველაფერი, ჩვენივე  ცნობიერი და ქვეცნობიერი აზრების, შეფასების და სურვილების შედეგია…. არ არსებობს გამონაკლისი!

შეგიძლიათ ებრძოლოთ ცხოვრებას, შეგიძლიათ ხმაამოუღებლად მოითმინოთ და აიტანოთ ყოველივე, შეგიძლიათ მუდმივად ტყუილში იცხოვროთ, ატყუოთ საკუთარი თავი, ან სხვების მოტყუებას ეცადოთ… ან:

საერთოდ არ მოხვდეთ ნეგატიურ სიტუაციაში!!! ეს ფანტასტიკა არ არის. ეს სავსებით რეალურია!!!

პირველი ნაბიჯი პოზიტიური აზროვნებაა!

თარგმნა სალომე გოგეშვილმა.

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment