fbpx

თქვენი ურთიერთობები, თქვენი ბიზნესი, მთლიანად თქვენი ცხოვრება დაიწყებს კარდინალურად შეცვლას

ავტორი ჟოლო
1.4K ნახვა

მე მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ  უნდა ვყოფილიყავი იდეალური,  რომ ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, უნდა ყოფილიყო იდეალური და შესაბამისად, მეც მთელი ცხოვრება ვცდილობდი ვყოფილიყავი იდეალური. 

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი წარმატების ტრენერი, ვფიქრობდი, რომ იმისთვის, რათა  გამომყვეს ხალხი, მე უნდა ვიყო იდეალური ლიდერი, იდეალური სპიკერი, იდეალური ორატორი და ა.შ.

იგულისხმება, რომ ყველაფერი უნდა მქონოდა იდეალურად. ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყო იდეალური, რომელიც იქნებოდა მოყვარული, ერთგული, იდეალური დიასახლისი და ამავე დროს ექნებოდა სახე კოსმოპოლიტანის გარეკანიდან, ტანი პლეიბოის ჟურნალიდან და იქნებოდა შეუდარებელი საყვარელი საწოლში.

ჩემი შვილები უნდა ყოფილიყვნენ იდეალურები. უნდა მქონოდა იდეალური ავტომანქანა, იდეალური სახლი. მე უნდა მქონოდა იდეალური სხეული, იდეალური ჯანმრთელობა. ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი იდეალურ ფორმაში, ჩაცმული არმანის ბოლო მოდის პიჯაკში და ჰალსტუხით, რომ ვინც და რა დროსაც არ უნდა შემხვედროდა, მას ჩემში დაენახა იდეალური ლიდერი.

მე ვხარჯავდი უზარმაზარ ძალას და ენერგიას, რომ მომეხდინა იდეალურობის შთაბეჭდილება, რომ ჩემში დაენახათ ძლიერი, წარმატებული, იდეალური პიროვნება, ლიდერი და თქვენ ვერასდროს ვერ დაინახავდით ჩემს ნამდვილ „მეს“, იმიტომ რომ მე მინდოდა მემართა თქვენი შეხედულებები ჩემზე, ის თუ როგორ აღმიქვამდით თქვენ და არა ჩემი ნამდვილი სახე და ცხოვრება.

მე ვატარებდი ლექციებს წარმატებაზე, პოზიტიურ აზროვნებაზე, პიროვნულ ზრდაზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე და ამ დროს ერთი თეთრიც არ მედო ჯიბეში, მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერასდროს, ვერაფერს ვერ შეიტყობდით.

მე დავხტოდი სცენაზე, ვყვიროდი, ვაკეთებდი ათასგვარ ვარჯიშებს, ვატარებდი ხმაურიან გამოსვლებს, მაგრამ არავინ მომყვებოდა.

რატომღაც არავის არ უნდოდა ჩემთან მუშაობა.

ერთხელ მე მომმართა ერთმა ახალგაზრდამ თხოვნით გავმხდარიყავი მისი ტრენერი.

„არის“ – დავიყვირე ჩემთვის, გულში.

„ამას ველოდი თვეებია და როგორც იქნა…“

ჩვენ წავედით კაფეში. შევუკვეთეთ ჩაი და მე ვუყვებოდი მას თუ როგორ უნდა გამხდარიყო იდეალური, როგორ უნდა ჩაეცვა იდეალურად, როგორ უნდა მოეხდინა იდეალური შთაბეჭდილება. ბოლოს მოიტანეს ანგარიში და მე არ მქონდა ფული, რომ გადამეხადა ჩაისთვის.

მე ვხვდებოდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უნდა მომეძებნა იდეალური მასწავლებელი, რომელიც მასწავლიდა როგორ უნდა გავმხდარიყავი იდეალური ადამიანი.

ბევრი ძიების მერე მე აღმოვაჩინე «ასეთი» პიროვნება. და აი ერთხელ გავყიდე რა ჩემი ერთადერთი ქონება, გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში  ჩემს მომავალ მასწავლებელთან, ლეგენდარულ  ჯეკ კენფილდთან შესახვედრად.

ჩავედი ამერიკაში. იმისთვის, რომ მოვმხდარიყავი პირველ რიგებში, რამოდნიმე საათით ადრე მივედი დარბაზში, სადაც კენფილდი უნდა გამოსულიყო, დავიკავე ადგილი და შვებით ამოვისუნთქე: „აი ახლა კი მოვისმენ, როგორ უნდა გავხდე იდეალური“.

დარბაზი თანდათან გაივსო, მოვიდა დანიშნული დროც და როგორც იქნა გამოჩნდა ლეგენდარული ჯეკიც. მე სუნთქვაშეკრული ვუსმენდი, ვცდილობდი არც ერთი სიტყვა, არცერთი ჟესტი არ გამომპარვოდა, მაგრამ შემდეგ იმან, რაც მისგან მოვისმინე, გამაოცა და დამაბნია:

–  ჩემი 17 წლის ბიჭი ნარკომანია, – ამბობდა ის, – მე ახლა ვარ მესამე ქორწინებაში და ვცდილობ ეს იყოს უკანასკნელი, – ამბობდა თუ როგორ უჭირდა მას ზედმეტ წონასთან გამკლავება და ა.შ.

მე გავბრაზდი, ნუთუ იმისთვის გავყიდე ჩემი ავტომობილი, ვისესხე დამატებით თანხები და გადავსერე ოკეანე, რომ დახმარებისთვის მიმემართა ადამიანისთვის, რომელსაც თვითონ უამრავი პრობლემა ჰქონია? მე ვფიქრობდი, რომ მოვდიოდი იდეალურ ადამიანთან და ის კი ერთი ჩვეულებრივი მამაკაცი აღმოჩნდა უამრავი ცხოვრებისეული პრობლემით და ა.შ.

დიახ, მე გავბრაზდი, მაგრამ მერე თანდათანობით სიბრაზემ გამიარა და ცოტა ხნის მერე ვიგრძენი, რომ ამ კაცისადმი პატივისცემით და სიყვარულით ვიმსჭვალებოდი.

მე ვიმსჭვალებოდი პატივისცემით მამის მიმართ, რომელიც განიცდიდა შვილის პრობლემებს, მეუღლის მიმართ, რომელიც ცდილობდა ურთიერთობების შენარჩუნებას, მამაკაცის მიმართ, რომელიც ებრძოდა ზედმეტ წონას და ჩემთვის უკვე არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა ეცვა მას, როგორ ეჭირა თავი, მე მივხვდი, რომ მას ძალას, მომხიბვლელობას და დამაჯერებლობას აძლევდა გულწრფელობა და გამჭვირვალეობა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა მსმენელებს დაუფარავად დაგვენახა მისი ნამდვილი სახე და ცხოვრება.

დიახ, წარმატების უპირველესი კანონი არის გამჭვირვალეობის კანონი. ის გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ის ვინც ვართ სინამდვილეში. გულწრფელობა ხდის ადამიანს დაუცველს, დაუცველობა ხელს უწყობს დაახლოებას, დაახლოება კი ქმნის ნდობას, ნდობა კი არის ის რაც სჭირდებათ ადამიანებს, როცა ეძებენ მეგობრებს, პარტნიორებს, ტრენერებს, მასწავლებლებს, სპონსორებს.

თეორიულად გამჭვირვალეობის კანონი ძალზე მარტივია, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს ნიშნავს უზარმაზარ ნახრტომს თავისი კომფორტის ზონის ჩარჩოებიდან. მათ ეშინიათ, რომ, თუ სხვები გაიგებენ როგორები არიან ისინი სინამდვილეში, გაიგებენ მათი პრობლემების, სისუსტეების შესახებ, მაშინ დაეკარგებათ მათი პატივისცემა. რომ ადამიანებს არ ექნებათ სურვილი გაჰყვნენ მათ, ისწავლონ მათგან, აღიარონ ისინი ლიდერებად. მათ ეშინიათ რომ ამის გამო აღმოჩნდებიან მარტოობაში და ამიტომ არჩევენ გაიკეთონ ნიღბები და ვერ ხვდებიან, რომ ამით უფრო მეტად წირავენ საკუთარ თავს მარტოობისთვის.

იმისთვის, რომ რაღაც დამალო, ითამაშო, უნდა დახარჯო უზარმაზარი ენერგია. ეს გავს შემდეგ სიტუაციას, რომ ვთქვათ ავიღოთ ბურთი, ჩავუშვათ ის წყალში და ვეცადოთ მის იქ დაკავებას. რა დიდხანსაც არ უნდა დავაკავოთ, საკმარისია ხელი ვუშვათ, ის მაშინვე ამოტივტივდება.

რაც უფრო მეტი საიდუმლო გვაქვს, რაც უფრო მეტ ნიღაბს ვატარებთ, მით უფრო მეტი ენერგია გვეხარჯება მარტო ამისთვის, რადგან მით უფრო  ბევრი ბურთი უნდა შევაკავაოთ ერთდროულად წყლის ქვეშ. ეს კი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან, ყველა ბურთი ერთდროულად ამოგვიხტება იქიდან.

და შედეგად ხდება ისე, რომ ადამიანს არ რჩება დრო და ენერგია, რომ შექმნას თავისი ოცნების ცხოვრება, თავისი ოცნების ურთიერთობები, ბიზნესი და ა.შ. ამიტომ ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ გარისკოთ და დაიწყოთ გამჭვირვალედ ცხოვრება.

სწორად გამიგეთ. ყველაფერი რაცას დღემდე აკეთებდით – მშვენიერია. ცხოვრება, რომელიც აქამდე გქონდათ – მშვენიერია… მაგრამ ყოველთვის არის ისეთი რამ, რაშიც უნდა გავიზარდოთ და განვვითარდეთ.

თუ თქვენ გარისკავთ და თავს მისცემთ უფლებას დაიწყოთ ცხოვრება სრულიად გამჭვირვალედ, მაშინ თქვენი ურთიერთობები, თქვენი ბიზნესი, მთლიანად თქვენი ცხოვრება დაიწყებს კარდინალურად შეცვლას.

რადგან, როცა თქვენ ხდებით გამჭვირვალე – იწყებთ საკუთარი თავის უფრო მეტად შეყვარებას და თქვენი ჯანმრთელობა ხდება ბევრად უფრო უკეთესი.

როცა თქვენ ხდებით გამჭვირვალე, იწყებთ სხვა გამჭვირვალე ადამიანების მოზიდვას თქვენ გარშემო, თქვენი გარემოცვა საფუძვლიანად შეიცვლება და თქვენ დაიწყებთ სულ სხვა დონის ურთიერთობების, ბიზნესის შენებას.

დადგება მომენტი,  როცა იგრძნობთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, კლიენტები მოგენდნენ და გაძლევენ საშუალებას იხილოთ ისინი ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან, იმიტომ რომ მანამდე თქვენ ენდეთ და იყავით მათთან გამჭვირვალე, მიეცით მათ საშუალება დაენახათ თქვენი ჭეშმარიტი „მე“.

და მაშინ მიხვდებით, რომ თქვენი სიმდიდრე არის არა უძრავ–მოძრავ ქონებაში, არა საბაკო ანგარიშებზე,  არამედ, ნამდვილ, ჭეშმარიტ, გამჭვირვალე, გულწრფელ ურთიერთობებში.

იმისთვის, რომ გაიზარდო (პიროვნულად, ბიზნესში და ა.შ.), ჯერ უნდა აღიარო სიმართლე შენს თავზე, იმისთვის რომ გახდე უკეთესი, ჯერ უნდა გაარკვიო როგორი ხარ სინამდვილეში.

ადამიანები ეძებენ ნამდვილ ადამიანებს. ადამიანები ეძებენ ნამდვილ ურთიერთობებს და მიუხედავად იმისა, მოგვწონს ჩვენი თავი თუ არა, ერთადერთი საშუალება, გავხდეთ უკეთესი, არის ვაღიაროთ სიმართლე ჩვენს შესახებ.

თუ გაიხდით გამჭვირვალეობის კანონს თქვენი ცხოვრების ერთ–ერთ უმთავრეს კანონად, მაშინ თქვენ მიაღწევთ უზარმაზარ წარმატებას და მოახდენთ თვითრეალიზაციას როგორც ქმარი, ცოლი  მამა, დედა, მეგობარი, შვილი, ბიზნესმენი და ააშენებთ საოცარ, წარმატებულ, ბედნიერ ცხოვრებას.

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment