დაკვირვებიხართ, რომ ადამიანებს სწორედ ყველაზე საჭირო მომენტში უჭირთ მობოდიშება? ქუჩაში ვიღაცას დაეჯახეთ, ან შემთხვევით რაღაც ისეთი ჩაიდინეთ აუცილებლად ეტყვით უცნობ ადამიანს: „ბოდიში“, მაგრამ როდესაც საქმე ოჯახის წევრზე მიდგება არასდროს აღიარებთ, რომ რაღაც შეგეშალათ და თავს იმართლებთ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებსაც მობოდიშება უჭირთ.
ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბოდიშის თქმა უჭირთ არის ის, რომ მათი აზრით მობოდიშება შეცდომის აღიარებას ნიშნავს, შეცდომას კი ცუდი ადამიანები უშვებენ, შესაბამისად ისინი საზოგადოებისთვის ცუდ ადამიანებად აღიქმებიან;
მეორე მიზეზი ისაა, რომ ასეთ ადამიანებს აწუხებთ სირცხვილის გრძნობა და არ სურთ მობოდიშებით კიდევ უფრო გაამძაფრონ ეს შეგრძნება, რადგან ძალიან სტანჯავთ;
თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მობოდიშება ურთიერთობების დალაგების კარგი საშუალებაა, ასეთი ადამიანების აზრით, თუ ბოდიშს მოიხდიან უფრო მეტ რამეში დაედებათ ბრალი;
მათ ეშინიათ, რომ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა თავად დაეკისრებათ, თუ ბოდიშს მოიხდიან;
და ბოლოს, მობოდიშებაზე უარის თქმით ისინი ცდილობენ მართონ საკუთარი ემოციები.
თარგმანი: ანი ყაზაიშვილი
