fbpx

ტესტი: ჩურჩული სიბნელეში

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

ღამურას ხსენებაზე პირველი, რაც ალბათ თავში გაგიელვებთ, არის ბნელი გამოქვაბულები
და მონსტრი ვამპირები. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ფრთები, ღამურები მაინც
ძუძუმწოვრები არიან და შეიძლება გამოიყურებიან სასტიკებად, მაგრამ სინამდვილეში
ძალზე მშვიდობიანი არსებები არიან. ასე, რომ შემდეგისთვის, როცა თავზე ღამურა
გადაგიფრენთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ის იყურება ქვემოთ ისეთივე შიშით, როგორსაც
შეიძლება თქვენ განიცდით ამ დროს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გზა აგებნათ ღრმა გამოქვაბულში და დიდი ხანია უშედეგოდ
ცდილობთ იპოვოთ გასასვლელი. მოულოდნელად თქვენ ჩაგიქროლათ ღამურამ, რომელმაც
ყურში რაღაც ჩაგჩურჩულათ.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ფრაზა წარმოთქვა ამ უცნაურმა არსებამ?

  1. „მე ვიცი, სად არის გასასვლელი“.
  2. „მოდი მე გიჩვენებ გასასვლელს“.
  3. „გააგრძელე ძებნა“.
  4. „შენ ვერასდროს ვერ გააღწევ აქედან“.

გასაღები ტესტისთვის „ჩურჩული სიბნელეში“

ამ სცენარში, ჯადოსნური ღამურა წარმოადგენს იმათი დახმარებისა და სახელმძღვანელოს
სიმბოლოს, რომლებიც დაიკარგნენ და ცდილობენ იპოვონ უკან დასაბრუნებელი გზა.

თქვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ჩაეჩურჩულებინა ამ უცნაურ მფრინავ
არსებას, ხსნის იმას, თუ როგორ რეაგირებთ სიტუაციებზე, როცა სხვებს ესაჭიროებათ
დახმარება.

1.„მე ვიცი სად არის გასასვლელი“

თქვენ ყოველთვის ისე იქცევით, თითქოს ყოვლისმცოდნე იყოთ. მართალია, ყოველთვის
მზად ხართ დახმარებისთვის და რჩევის მისაცემად, მაგრამ ხშირად ისეთ სიტუაციებშიც
ცდილობთ ამის გაკეთებას, როცა თქვენი დახმარება არ სჭირდებათ და შედეგად
გამოიყურებით ადამიანად, რომელიც ყველაფერში ცხვირს ჰყოფს.

2.„მოდი, მე გიჩვენებ გასასვლელს“

თქვენი დიდი გული და თავდადება სხვებისთვის ბრწყინვალე მაგალითია. ადამიანები
გრძნობენ თქვენს ძალას და მზრუნველობას. ამიტომ, როცა წარმოიქმნება პრობლემები,
მათზე დამამშვიდებლად მოქმედებს თქვენი უბრალოდ გვერდით ყოფნაც კი.

3.“გააგრძელე ძებნა“

თქვენ ინარჩუნებთ დისტანციას, პატივს სცემთ რა სხვა ადამიანის უფლებას თვითონ მიიღოს
გადაწყვეტილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გინდათ დაეხმაროთ. უბრალოდ როცა რჩევას
გეკითხებიან, თქვენ შემოიფარგლებით აუცილებელი მინიმუმით და აძლევთ შთაგონებას
ადამიანებს თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები.

ჩაურევლოვის ეს პრინციპი შეიძლება საუკეთესო მიდგომა იყოს, როცა თქვენ ეხმარებით
სხვებს, რომლებიც ეს–ეს არის დაადგნენ საკუთარი სიმწიფისა და დამოუკიდებლობის
მოპოვებისაკენ მიმავალ გზას.

4.„შენ ვერასდროს ვერ გააღწევ აქედან“

როდესაც თვენ ხედავთ ვინმეს მიწაზე დაცემულს, გიჩნდებათ სურვილი წიხლი ჰკრათ მას.
შეიძლება ესეც ერთ–ერთი ბუნებრივი სურვილია – იგრძნო კმაყოფილება სხვების
წარუმატებლობისგან, მაგრამ ამაში კარგი არაფერია. ასეთი დამოკიდებულება არ შეგძენთ
მეგობრებს და ვერც იმათ შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, რომლებიც შეიძლება უკვე გყავთ.
იყავით ფრთხილად.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment