fbpx

როგორ გავაუმჯობესოთ ტვინის შესაძლებლობები

ავტორი ჟოლო
4,674 ნახვა

თქვენს გონებას ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება უხდება. როგორ შეიძლება ის უფრო ეფექტური და სწრაფი გავხადოთ? არსებობს რამდენიმე უკვე დამტკიცებული ვარჯიში, რომელიც ტვინის შესაძლებლობებს გაზრდის. 

ვარჯიში როგორც სხეულს, ასევე ტვინსაც სჭირდება. თუ საერთოდ არ დატვირთავთ გონებას, მისი შესაძლებლობები თანდათან შესუსტდება.

რა შედეგებს მოგცემთ გონების ვარჯიში? - გაგიუმჯობესდებათ კონცენტრაციის, ანალიტიკური აზროვნების შესაძლებლობები;

როგორ უნდა მოიქცეთ:

გაიწმინდეთ კბილები პასიური ხელით;

დახატეთ პასიური ხელით;

უყურეთ უცხოურ ფილმს სუბტიტრებით;

შეეცადეთ ისწავლოთ ჟონგლიორობა – ეს სახალისოცაა და გონებასაც ავარჯიშებს.

მოცარტის ეფექტი - მუსიკის მოსმენა ტვინის პროდუქტიულობას 15%-ით ზრდის. მოცარტის მუსიკის მოსმენა 20-30 წუთის განმავლობაში სამუშაო დღის დაწყებამდე ძალიან სასარგებლო იქნება. ის ორგანიზმს დაასვენებს და სხეულის ბიოლოგიურ რიტმს დაარეგულირებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვინის მუშაობაში მეხსიერებაა. მის გასაუმჯობესებლად შემდეგი ვარჯიშები უნდა ჩაატაროთ:

ითამაშეთ უცხო თამაშები, რომლებიც საგნების დამახსოვრებას მოითხოვს. ასეთი მეთოდით განსაკუთრებულ აგენტებსაც კი წვრთნიან.

დაასვენეთ თქვენი ტვინი – გონებას ღამეში 7-8 საათი მაინც სჭირდება რომ დაისვენოს. სიბნელეში ძილის დროს ტვინი მელატონინს გამოიმუშავებს, რაც ორგანიზმის მდგომარეობას არეგულირებს. სინათლეში კი კორტიზოლი - სტრესის ჰორმონი გამოიყოფა. ის ძილის ხარისხს აუარესებს და შესაძლოა დეპრესიის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

მაქსიმალურად შეეცადეთ, ყოველდღიურად 7-8 საათი სიბნელეში იძინოთ და ღამის ძილი რაიმე გამაღიზიანებელმა ფაქტორებმა არ დაარღვიონ. საძინებელი ხშირად გაანიავეთ, თბილ ამინდებში კი ფანჯარა გააღეთ, რომ ოთახში მეტი ჟანგბადი შემოვიდეს. დილით თქვენი ტვინი 30%-ით სწრაფად იმუშავებს.

ინტელექტუალური თამაშები ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნებისთვის - ჭადრაკი, დომინო, შაში და პოკერი თქვენი ტვინის მუშაობას ააჩქარებს და ლოგიკური აზროვნების უნარს 10%-ით მაინც გააძლიერებს. რომელიმე თამაში კვირაში 2-3-ჯერ მაინც ითამაშეთ. განსხვავებას ორი კვირის შემდეგ დაინახავთ.

სხარტი აზროვნებისთვის სწორი კვება აუცილებელია. ტვინის პროდუქტიულობას შემდეგი პროდუქტები გაგიზრდით: თევზი, შავი შოკოლადი, ყველი, ზეითუნის ზეთი, სოიო, ხახვი, ბანანი, ვაშლი და ა.შ.

შეეცადეთ სისტემატიურად აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რეგულარულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები.

წიგნების კითხვა თქვენს ლექსიკას გაამდიდრებს და ანალიტიკური აზროვნების უნარს 15%-ით მაინც გაგიზრდით. შეეცადეთ იკითხოთ განსხვავებული ჟანრის წიგნები. წაიკითხეთ სხვადასხვა ქვეყნის კლასიკური ლიტერატურა, სამუშაოსთან დაკავშირებული წიგნები, თუნდაც პოეზია.

იმისათვის, რომ თქვენი გონება კარგად მუშაობდეს, ფიზიკურ ვარჯიშს დღეში 20-30 წუთი დაუთმეთ.

წყარო:http://oxford-med.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment