fbpx

რას გულისხმობს სააღდგომო ტრადიციები?!

ავტორი ჟოლო
222 ნახვა

სულ რამდენიმე დღეში მართლმადიდებელნი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებენ.  აღდგომის მთავარი ტრადიცია კვერცხის შეღებვაა. იმისთვის რომ კვერცხი სწორად და კარგად შეღებოთ, აუცილებელია რამდენიმე წესი გაითვალისწინოთ.

 

პირველ რიგში, კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. შეღებვის წინ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. კვერცხი რომ თანაბრად შეიღებოს, კარგი იქნება თუ მას სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით დაამუშავებთ. ასევე, კარგი იქნება თუ წყალში ცოტა მარილს ჩაყრით, ასეთ შემთხვევაში, თავიდან აიცილებთ ხარშვის დროს კვერცხის გაბზარვას. კვერცხი დაახლოებით ათ წუთში იხარშება. სიხასხასისთვის კი კარგი იქნება თუ ერთ-ორ კოვზ ძმარს დაუმატებთ.

 

კვერცხი შესაძლებელია ნახატებითაც გააფორმოთ. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

 

სააღდგომო ტრადიციებში შედის ჯეჯილი და პასკა. მწვანე ჯეჯილი ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება, რომელიც იესო ქრისტემ მოგვილოცა თავისი აღდგომით. რაც შეეხება პასკას, იგი იმ მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო. იგი ასევე, ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული შეღებილი კვერცხებით ულოცავენ.

 

და აქვე, “ჟოლოც“ გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment