“ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შემთხვევით, მადლობა ყველას! ზოგს ზღაპრებისათვის… ზოგს კი ბიძგისათვის.”
“ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.”
“ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.”
“ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.”
“იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.”
“არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი.”
“დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.”
“ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.”
გურამ დოჩანაშვილი