სამოტივაციო გამონათქვამები
1. ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთ ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს! (კოკო შანელი)
2. ყოველ დღე მე რაღაცას ვიმარტივებ, იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობ! (კოკოშანელი)
3. თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს! (კოკო შანელი)
4. ფეხებზე მკიდია თუ რას ფიქრობთ ჩემზე, რადგან მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ! (კოკო შანელი)
5. სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, სიყვარული გვიცავს სიბერისგან! (კოკო შანელი)
6. თუ შენ არ ისწავლი საკუთარი თავის მართვას, შენ მართვას დაიწყებენ სხვები!
7. თავიდან ვერ გამჩნევენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ! (მაჰათმა განდი)
8. აწმყო, – აი ყველაფერი რაც შეიძლება დაკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ფლობ, ხოლო არავინ დაკარგავს იმას, რასაც არ ფლობს! (მარკუს ავრელიუსი)
9. ჩვენ ვერ გამოვავლენთ ისეთ ძალებს, რომლებსაც არ ვფლობთ. ძალის ფლობის ერთადერთი ხერხი ამ ძალის გაცნობიერებაა და მის გაცნობიერებას შევძლებთ მაშინ, როდესაც გავიგებთ რომ მთელი ძალა ჩვენს შიგნითაა! (ჩარლზ ენელი)
10. ვიდრე ვაკეთებთ, ჯერ ხომ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ მხოლოდ იმის ფარგლებში, რაც ვართ. ხოლო ის, თუ რა ვართ ჩვენ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვფიქრობთ! (ჩარლზ ენელი)
11. აზრი იმის საკუთრებაა, ვისაც მისი განვთარების უნარი აქვს! (რალდ უოლდო ემერსონი)
12. გონებაში მტკიცედ დამკვიდრებული იდეალი იზიდავს მისი ხორცშესხმისთვის საჭირო სიტუაციებს!
13. ისწავლეთ კარი დაკეტილი გქონდეთ, ნურაფერს ნუ შეუშვებთ თქვენს გონებაში, თქვენს კაბინეტში და თქვენს სამყაროში, რაც იქ მოხვედრას ცდილობს თქვენთვის აშკარად არასასარგებლო მიზნით! (ჯორჯ მეთიუ ადამსი)
14. ემოცია ხიდია აწმყოსა და მომავალს შორის. სწორედ ჩვენი ემოციები წამის ყოველმონაკვეთში ან კლავენ ჩვენს მომავალს, ან პირიქით, ქმნიან და ანვითარებენ მას!
15. თუ თქვენ ნათლად წარმოიდგენთ თქვენთვის საგანს ან მიზანს, მათი კრისტალიზაცია ხელშესახებ და ხილულ ფორმაში დროის საკითხია. ხედვა ყოველთვის წინ უსწრებს განხორციელებას! (ჩარლზ ენელი)
16. ჩვენ გარშემო არსებულ საიდუმლოებებს შორის ყველაზე უცილობელია ის, რომ ჩვენს გარშემო ყოველთვის არსებობს უსასრულო და მარადიული ენერგია, რომლისგანაც ყველაფერი წარმოიქმნება!
17. ემოციები ბუნებრივი ადამიანური გამოხატულების ფორმებია. ხანდახანდამახასიათებელია შიშის, სეცოდების ან რისხვის გამოხატვა, მაგრამ ენერგია უნდაგამოდიოდეს და შიგნით არ რჩებოდეს. ემოციის გამოხატულება სავსებით ძლიერი უნდაიყოს. შემდეგ კი უკვალოდ გაქრეს. სწორედ ამაში მდგომარეობს ემოციების მართვის მეთოდი.მიეცით მათ საშუალება მოვიდნენ და წავიდნენ!
18 . ჩვენს შიგნით მთელი სამყაროა: აზრის, გრძნობის და ძალის სამყარო, რომელიც სავსეა სინათლით, სიცოცხლით და სილამაზით, და თუმცა იგი უხილავია, მისი ძალები უზარმაზარია!
მოიძია და შეადგინა სოსო სინატაშვილმა