fbpx

როგორ ვაპრაქტიკოთ ჰო’ოპონოპონო?

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

გიზიარებთ ჰიუ ლინის მოსწავლის, Mabel Katz-ის სავარჯიშოს.

🌺 ამ პრაქტიკის ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ მას ინტენსიურად  გააკეთებთ, ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მაინც. შეგიძლიათ  გამოიყენოთ იგი ყოველ ჯერზე, როცა ვინმე გაწყენინებთ ან თქვენ აწყენინებთ, პარტნიორთან, შვილთან ან საუკეთესო მეგობართან. გამოიყენეთ ის, როდესაც ფიქრობთ, რომ ურთიერთობაში  რაღაც უნდა შეიცვალოს.

🌺 პრაქტიკა მარტივი და ძალიან ეფექტურია. მხოლოდ ეს ოთხი ფრაზა უნდა წარმოთქვათ:

– ვწუხვარ.

– გთხოვ, მაპატიე.

– გმადლობ.

– მიყვარხარ.

თანმიმდევრობა თავადაც შეგიძლიათ აარჩიოთ. ფრაზების მოკლე ვერსიად მხოლოდ ორი შეგიძლიათ გამოიყენოთ – გმადლობ და მიყვარხარ.

🙏პირველი ნაბიჯი: ამბობთ ბოდიშს.

როდესაც ამბობთ “ვწუხვარ, ბოდიში”, თქვენ იღებთ 100 პროცენტიან პასუხისმგებლობას თქვენს განზრახვებზე, აზრებსა და რეალურ ნაბიჯებზე. ეს ნიშნავს, რომ აცნობიერებთ თითოეული მოქმედების გავლენას  ადამიანებზე თქვენს გარემოცვაში  და  ასევე გარე სამყაროზე. მაგალითად, ”მე ვხვდები, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ცხოვრებაში (საკითხზე) და ვგრძნობ სინანულს, რომ ჩემს ცნობიერებაში რაღაცამ გამოიწვია ეს.”

🙏მეორე ნაბიჯი: ითხოვთ პატიებას.

როდესაც წარმოთქვამთ “გთხოვ, მაპატიე”, ნამდვილი  სინანული იგულისხმეთ და გააკეთეთ ეს გულწრფელად.

🙏 მესამე ნაბიჯი: გამოხატე მადლიერება.

გულის სიღრმიდან თქვით “გმადლობ”. უთხარით ხალხს, ვისაც უყვარხართ. უთხარით მათ, ვინც დააზარალეთ ან რაიმე აწყენინეთ. მადლობა ყველა რთულ სიტუაციას და იმ ადამიანებს, ვინც და რაც დაგეხმარათ გაზრდაში, დაგეხმარათ გაგეცნობიერებინათ  რამდენად ძლიერი ხართ. მადლიერება არჩევანია. გააკეთეთ ასეთი არჩევანი თქვენს სასარგებლოდ. არჩიეთ თქვენი გულის და სულის ჰარმონია, რომელიც ტკივილისა და შიშისგან სიყვარულსა და ბედნიერებამდე მიგიყვანთ.

🙏 მეოთხე ნაბიჯი: გამოხატე სიყვარული.

ამ ნაბიჯის “საიდუმლო” გასაღები თავად თქვენშია. არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომ შეგიძლია გიყვარდეს –  დაიწყეთ საკუთარი თავისგან. შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველა სუსტი და ძლიერი მხარით. როდესაც თქვენ შეძლებთ შეიყვაროთ საკუთარი თავი, მიიღებთ და შეიყვარებთ სხვებს  მათი ყველა სისუსტით და ძლიერი მხარეებით. თქვენ შეძლებთ შეიყვაროთ. სიყვარულს აქვს ძალა გადალახოს ყველა დაბრკოლება თქვენს გზაზე.

წყარო: Ho’oponopono/ჰო ოპონოპონო

🌺 🙏 🌺 🙏 🌺 🙏 🌺 🙏 🌺 🙏 🌺 🙏 🌺 🙏 🌺 🙏

გიწვევთ ონლაინ ტრენინგზე

ჰო’ოპნოპონო პატიების ხელოვნება” – 18 დეკემბერი, 19:00 სთზე

ღირებულება 55 ლ

რეგისტრაცია  

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ: 👇👇

„ჰო ოპო ნო პო ნო“ – სიტყვები რომლებიც სასწაულებს ახდენენ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment