რაც წლები მემატება, მით ნაკლებად მინდება – ურთიერთობების გარკვევა, რამის დამტკიცება ან კამათიდან ჭეშმარიტება, აწეული, გაღიზიანებული ხმის ტემბრის მოსმენა…
ეს უკვე ჩემი არ არის. არ შემიძლია…
როცა მსგავსი რამ ხდება, გარშემო ყველაფერი ერთ დიდ დუდუნად იქცევა ხოლმე, არაფერი მესმის და ვმუნჯდები…. ვეთიშები და ვხდები დამკვირვებელი, თავის და სხვების. არა აქვს მნიშვნელობა შინ თუ გარეთ. მგონი ვბერდები.
მსგავს სიტუაციებში, სურვილი მიჩნდება ავდგე, ვუსურვო ყველას და ყველაფერს კარგი და წ ა ვ ი დ ე!!!! და ჩემთვის დავფიქრდე:
რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?
მივაგნო, დავბერტყო და განვთავისუფლდე, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.
ადამიანებს განსაზღვრული ენერგია გვაქვს, არ მსურს დავხარჯო სხვის შეცვლაზე, ერთადერთი ვისი აზრების შეცვლაც ძალმიძს – ჩემი აზრებია.
ბედნიერებაა ყოველდღიურობა
საჩუქარია ცხოვრება
ყველაფერი გენიალური მარტივია, გასაგიჟებლად მ ა რ ტ ი ვ ი. არ მსურს გართულება და „იარლიყები“.
თქვენ რას ფიქრობთ?
წარმატებები!!!
ავტორი: თამარ კვარაცხელია