fbpx

შენმა სულმა ყველაზე უკეთ იცის, როდის რა გჭირდება…

ავტორი ჟოლო
132 ნახვა

1. ნებით  გაკეთებული საქმე პროცესში გაძლევს სიამოვნებას, მეტ  გააზრებულობასა და შედეგით ტკბობას.

2. როცა არარეალიზებულ შესაძლებლობებს ყურადღებას დაუთმობ და მიჩქმალულ რესურსებს გამოაღვიძებ, შენში შეიცვლება ხედვა, გაჩნდება თვითრწმენა და ცხოვრების ხალისი.

3. შენმა სულმა ყველაზე უკეთ იცის, როდის რა გჭირდება. სულის ხმა გულიდან მოდის, დააკვირდი, მიაყურადე, ის მუდმივად მინიშნებებს გაძლევს.

4. გახსოვდეს ამ დიდ გალაქტიკაში მარტოსული არ ხარ, შენ ერთი დიდი მთელის შემადგენელი ნაწილი ხარ და რადგან აქ ხარ, ე.ი. აქ უნდა იყო.

5. წარმოსახვა „ვერაგი“ რამაა, თუ ის საზღვრებში გსვამს, ვერასოდეს წახვალ წინ. მიმართე წარმოსახვა რეალიზებული მიზნებისკენ და ოცნება რეალობად გადაიქცევა.

6. შენი „შინაგანი ბავშვის“  მიმართ გაღებული სიყვარული, წარმატების საწინდარია.

7. თუ ეცდები გარემოს გაკონტროლებას, გარემო გახდება შენი მაკონტროლებელი. მიიღე, ის რაც არის და არ შეწყვიტო განვითარება.

8. შენ მიერ განხორციელებული ქმედების ნებისმიერი შედეგი მიიღე მადლიერებით. შენ ცხოვრებას კიდევ ერთი გამოცდილება შეემატა.

9. რთულია შეცვალო მოვლენები, მაგრამ შეგიძლია შეცვალო აღქმა მოვლენების მიმართ, იპოვე მათში დადებითი ასპექტი.                    

10. თვითკამრობა საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის, რადგან სხვამ, რაც არ უნდა დიდი სიყვარული მოგცეს, არასდროს იქნება ის შენთვის საკმარისი.

Nata Narimanidze • RPT Therapy 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment