„საყვარელებო და ძვირფასებო, ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს“ – გვირჩევს ინდოეთიდან სიცილის თერაპიის ქართველი ოსტატი მაგნო შავდია და გულწრფელი ჩახუტებისა და გულიანი სიცილის მაგიურ ძალაზე საუბრობს.
მაგნო შავდია: სიცილის თერაპიის კურსებს უცხოეთში ისეთივე აუცილებლობად მიიჩნევენ, როგორც საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს.
მოდი, გულიანად ვიცინოთ და თქვენც დარწმუნდებით სიცილის ძალაში!
გულიანი სიცილი მრავალ დაავადებას შველის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი. სიცილი ხელს უშლის სტრესის ჰორმონების გამომუშავებას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს.
ზოგჯერ ერთი გაცინებაც საკმარისია, რომ თავის ტკივილმა გაგიაროთ. სიცილი რთულ სიტუაციებში შეუცვლელი დამხმარეა და თუ ადამიანს შეუძლია, დასცინოს საკუთარ თავს და პრობლემებს მოულოდნელი კუთხით შეხედოს, ის არასოდეს დაყრის ფარ-ხმალს, სირთულეებს ყოველთვის დაძლევს.
უცხოეთისგან განსხვავებით, სადაც სიცილი ჯანსაღი ცხოვრების ნაწილად იქცა, საქართველოში ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. არადა, სიცილი აუცილებელია. მეტიც – აუცილებელია, ვიცინოთ ხშირად და ცუდია, რომ ხალხს სასწაულმოქმედი აბებისა უფრო სჯერა, ვიდრე სიცილის.
როგორ გავიცინოთ? – ეს ძალიან იოლია. დადექით სარკის წინ, ჯერ გაიღიმეთ, მერე უფრო ხმამაღლა გაიცინეთ. უკანასკნელი საფეხურია ხარხარი, რომელიც გაბმულ სიცილში გადაიზრდება. ათწუთიანი პროცედურის შემდეგ თქვენ სხეულს – მხნეობა, სიცოცხლეს კი ხანგრძლივობა შეემატება.
ხოლო რაც შეეხება ჩახუტებას აი რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა :
ორ ადამიანს შორის ჩახუტების საშუალო ხანგრძლივობა, საშუალოდ 3 წამია. მაგრამ მკვლევარებმა აღმოაჩინეს რაღაც ფანტასტიკური, – როდესაც ჩახუტება გრძელდება 20 წამი, სახეზეა სხეულისა და გონების თერაპიული ეფექტი. ამის მიზეზი ის არის, რომ გულწრფელი ჩახუტება წარმოქმნის ჰორმონს სახელწოდებით “oxytocin”, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სიყვარულის ჰორმონი. ამ ნივთიერებას მრავალი სარგებელი მოაქვს ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე გვეხმარება დავისვენოთ და ვიგრძნოთ თავი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში.
ეს მშვენიერი ნივთიერება უფასოდაა ყოველ ჯერზე როცა ჩახუტება გულწრფელია.”
ასე რომ თუ გსურთ იოლად გაუმკლავდეთ პრობლემებს და იყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები აუცილებლად გაითვალისწინეთ მაგნოს რჩევა – გაიცინეთ გულიანად და ჩაეხუტეთ გულწრფელად.